წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა

შესავალი

“მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოება საიდუმლოისა ამის…”

წმ. იოანე ოქროპირი

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – Δίδυμος) წოდებული დაიბადაგ ალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია).  “ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.”[1]  “თომას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა; ფიქრობენ, რომ ეს არის იუდა, იგივე თადეოზ მოციქული, რომლის ეპისტოლეც შესულია ახალ აღთქმაში.”[2]

“როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოესმოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლადწმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო.”[3]

წმიდა თომას  12  მოციქულთა შორის იხსენიებს ოთხივე მახარებელი: მათე[4], მარკოზი[5], ლუკა[6]და იოანე[7]. მათე მახარებლის ჩამონათვალით მეშვიდე ადგილი უკავია თორმეტთა შორის, მარკოზისა და ლუკას ჩამონათვალით კი – მერვე. პირველ შემთხვევში თვით მათეს წინ არის დასახელებული, მეორეში კი – მის შემდგომ.

 

შიშნარევი სიყვარული

წმ.იოანე მახარებელთან ვხვდებით ერთ საინტერესო მომენტს:  უფალთან მოდის კაცი და მოაქვს ამბავი.[8] ორი დღის შემდეგ[9] მაცხოვარი გადაწყვეტს ბეთანიაში წასვლას.* მაშინ შეშინებული მოწაფეები ეკითხებიან მას: “„რაბი, იუდეველები ახლახანს შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“[10]  მოციქულთა ამ საერთო შიშის და გაკვირვების ფონზე ისმის თომას ხმა: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“[11] ამ სიტყვების განმარტებას გვაძლევს  წმიდა იოანე ოქროპირი: “ამგვარად, ყველას ეშინოდა იუდეველთა თავდასხმისა; მაგრამ სხვებზე მეტად – თომას…  ზოგიერთები ამბობენ, რომ მას მართლაც სურდა მომკვდარიყო; მაგრამ ეს არ არის მართებული:  მისი სიტყვები შიშს უფრო გამოხატავს. თუმცა ამისათვის საყვედური არ მიუღია…”[12]

საინტერესოა რატომ არ მიიღო თომამ საყვედური? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ  უფალი მიუტევებს მას ადამიანურ სისუსტეს. ასევე უფალმა იცის, რომ  თომა აუცილებლად მოკვდება მისთვის ოღონდ ახლა არა!

აქ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თომას დამოკიდებულება. თომა ერთადერთია, რომელიც წამოდგება და მასავით შეშინებულ მოწაფეებს გზას უჩვენებს, გზას რომელზედაც მერე თვითონვე კითხავს მაცხოვარს[13], გზას – რომელიცაა თვით მაცხოვარი. თომა შეიძლება შიშიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდეს რას აკეთებს, მაგრამ იგი თავისდაუნებურად, ზუსტად რომ  ქრისტესთან ერთად, ქრისტესთვის სიკვდილისკენ მოუწოდებს მოციქულებს.  ასევე თომა, თუნდაც შიშით, მაგრამ მაინც აღასრულებს ქრისტეს მიერ თქმულს:  “არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.”[14], როგორც ჩანს მოციქული შინაგანად იწვის მაცხოვრის სიყვარულით, რის გამოც სწყურია მისთვის სიკვდილი, მაგრამ ეხლა ამას შიშის თანხლებითგამოთქვამს… ხოლო გავა დრო და თომა საქმით დაადასტურებს ამ სიყვარულს – რაჟამს ეწამება.

 

“ურწმუნო თომა”

ზემოთ ვთქვით თომას შიშზე, ეხლა მინდა მის ე.წ. „ურწმუნოებას“  შევეხო. მოციქულ თომას ურწმუნოების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: მაგ. მღვ.გრიგოლ დიაჩენკო წერს: “მას შეუპოვარი, ჯიუტი გონება ჰქონდა, რომელიც კაცობრივ მტკიცებულებათ მოითხოვდა იქ, სადაც ოდენ რწმენა იყო საჭირო.”[15] წმ. იოანე ოქროპირი კი თომას ასე აამეტყველებს: “მნებას სწავლად ბრწყინვალებისა მისისა; ვითარცა ვიხილე სიკუდილი მისი, მნებავს ხილვად აღდგომაცა მისი.”[16] საბოლოოდ კი მის ურწმუნოებას ვამბობთ მაცხოვრის სიტყვიდან გამომდინარე:”ნუ იქნები ურწმუნო!”[17] ასევე, როგორც ვიცით აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ეცხადებოდა მოწაფეებს, როგორც ერთად შეკრებილთ,[18] ისე ცალ-ცალკეც.[19]  თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ და მივყვებით წმ. იოანე ოქროპირისეულ ხედვას, თუ როგორი მოწადინებულია თომა… შეიძლება ვთქვათ, რომ მისი ეს მოწადინება (დიაჩენკოს თქმით სიჯიუტე) ერთგვარი შინაგანი შურის აღძვრაც იყო, რადგან ის ერთადერთი იყო თორმეტიდან რომელმაც ვერ იხილამკვდრეთით აღმდგარი იესო. მას ესმოდა სხვა მოწაფეებისგანაც საოცარი შეხვედრის ამბავი, ასევე მას უამბობდნენ მენელსაცხებლე დედები (მარიამი) გონებისთვის მიუწვდომელს და ვფიქრობ თომა იწვოდა, იწვოდა უფლის ხილვის სურვილით და ეს სურვილი უფრო დიდი იყო თვითონ თომაზე რადგან გადაფარა ყველაფერი და ათქმევინა, რომ არ დაიჯერებდა თუ საკუთარი თვალით არ იხილავდა.[20]

  

“უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

პირველი გამოცხადებიდან[21] რვა დღის*  შემდეგ უფალი ისევ მიდის შეკრებილ მოწაფეებთან, მხოლოდღა ახლა თომაც მათ შორის არის.[22] უფალი მოუხმობს თომას და მიმართავს მისივე (თომას) სიტყვებით.[23] ამით ანიშნა რა, რომ იმყოფებოდა მათთან მაშინაც კი როცა მოციქულები მას ვერ ხედავდნენ. ზუსტად აქ ეუბნება მაცხოვარი: “ნუ იქნები ურწმუნო! არამედ გწამდეს.”[24] საინტერესოა რა რწმენაზე უთითებს მაცხოვარი თომას? რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რწმენა მკვდრეთით აღმდგარი ძე ღვთისასი და ლოგიკურადაც მოებმის ამას შემდგომი თომას ღაღადისი: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”[25], მაგრამ მინდა ყურადღება დროებით სხვა რამეზე გადავიტანო: “უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ არ ვიხილავ… ვერ ვირწმუნებ.“[26] როგორც ვხედავთ, მოციქულები უამბობენთომას უფლის გამოცხადებაზედა მას არ სჯერა, არ სჯერა მათი! ვფიქრობ, მაცხოვრის სიტყვები: “არამედ გწამდეს!” მხოლოდღა აღდგომის რწმენას არ უნდა განვუკუთვნოთ, არამედ იხილა რა მაცხოვარმა თომაში რამ, რაც მხოლოდ მისი ღვთაებრიობისთვისაა მისაწვდომი, მან უმალ მიუთითა სწორ გზაზე რათა აღმოეფხვრა თავის მოწაფეში ყოველგვარი ბიწი,რათა გაემზადებინა იგი ნუგეშინისმცემლის მისაღებად – რომელიცაა “ნაკლულოვანებათა აღმავსებელი”.  უფალმა აღმოფხვრა თომაში ურწმუნოება ძმების მიმართ და მოუწოდა მათთან ერთობისკენ. ამით გვანახა რა ჩვენც, რომ ჭეშმარიტებას შეიძლება ვეძებდეთ ეულად, მაგრამ ვერ ვიხილავთ მას ერთობის, ანუ ქრისტესეკლესიის გარეშე.

 

ნეტარ არიან…

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“[27] – შესძახებს თომა, მაგრამ არ მიიღებს ის ამის გულისთვის შექებას, როგორც ვთქვათ მოციქულ პეტრემ.[28] არადა ერთი შეხედვით თომა გამოთქვამს ჭეშმარიტებას, რომელსაც აქამდე ვერცერთი მოციქული ვერ ბედავდა გამოეთქვა. მრვდელი გრიგოლი დიაჩენკო ასე წარმოგვიჩენს წმიდა წერილის ამ ადგილს: „ამგვარი ნეტარყოფის მთელი პატივი და სიხარული სხვებს ერგოთ წილად, და ეს სხვები ჩვენ ვართ – მთელი მომდევნო დროის ერთგული მორწმუნენი. „მიხილე და გრწამს“-ო, ანუ მაშინ მირწმუნე, როცა უკვე რწმენა აღარ იყო საჭირო, – როცა იგი ჭეშმარიტების მიმართ გამოხატული თავისუფალი ნებიდან მომდინარე თანხმობიდან მისი მიღება-აღიარების გარდუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა, როცა შეუძლებელიც კი იყო ჭეშმარიტების არ-აღიარება;“[29]

„უფალმა ორი საშუალება მოგვცა მისი მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში დარწმუნებისა: ერთი – უფლისადმი სიყვარულით გამომეძიებლობის შედეგად მოცემული გამოცხადებით ანუ ხილვით და მეორე – ხილვის გარეშე აღდგომის მოწმეთა სიტყვისადმი ნდობით და რწმენით,  რაზედაც თქვა: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“.  ეს ნეტარება ყველასათვის არის მოცემული…“[30] უფალი გულისხმიერია და  ელოდება, სანამ ჩვენი უძლურება მისცემს საშუალებას მას ჩვენთან განცხადებისა, რათა ვირწმუნოთ იგი, ვაღიაროთ, თაყვანივსცეთ და თომასავით ვთქვათ: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“

როგორც მღვდელი გრიგოლი (დიაჩენკო) ამბობს: „შეუძლებელია ვისურვოთ ქრისტეს საუბრის ამაზე უფრო მეტად მანუგეშებელი და დამამშვიდებელი დაბოლოვება.“[31]

მე კი წმ. იოანე ოქროპირთან ერთად გავიმეორებ: „მიყუარს, თომა, შენიეგეურწმუნოებასაიდუმლოისაამის…”და დავამატებ: რამეთუ ამით ნეტარ მყავ მე!!!

მოღვაწეობა და აღსასრული

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, წილისყრით,  წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).[32]

ინდოეთში ქადაგებისას წმ.თომამ მოაქცია ვინმე მეფე მუზდის და ქარიზეს ცოლები, რისი შედეგიც იყო, რომჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა… ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისგან იქნა შეპყრობილი და რადგან გაგონილი ჰქონდა თომა სიცოცხლეში სულებს სდევნიდაო, გადაწყვიტა გაეხსნა საფლავი და ეთხოვა მისთვის ძის განკურნება. მეფემ  სიზმრისეულ ჩვენებაშიიხილა წმ.თომა. მან  აღუთქვა დახმარება მეფეს თუკი ირწმუნებდა. მეფე გაქრისტიანდა და წმიდანის დანაპირებისასმებრ მისი ვაჟი განიკურნა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.[33]

 

თომას სახარება

თომას სახარება – ინგლისურად  “Gospel  of  Thomas” არის ერთ-ერთი ახალაღთქმისეული აპოკრიფი.  მისი ფრაგმენტები აღმოაჩინეს  1897 წელს ეგვიპტეში (ბერძნულ ენაზე)[34], ასევე ცნობილია ამ  “სახარების” სრულყოფილი ვერსია კოპტურ ენაზე, რომელიც აღმოაჩინა  1945 წელს ეგვიპტეში, ერთ-ერთმა გლეხმა მიწის დამუშავებისას. ცნობილია  “ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკის”  სახელით.  “მეცნიერები ამ აპოკრიფის დაწერის თარიღად მიიჩნევენ ჩვენი წელთ აღრიცხვის 60-140 წლებს.”[35] მეცნიერებმა ჯერ კიდევ მის აღმოჩენამდე იცოცნენ მისი არსებობის შესახებ. იგი მოხსენიებულია  III საუკუნის საეკლესიო მოღვაწის იპოლიტეს ჩანაწერებში.

თომას სახარებაში თავმოყრილია 150-მდე გამონათქვამი, რომელთაც ავტორი მაცხოვარსმიაწერს.  ამ გამონათქვამებიდან თითქმისნახევარიგ ვხვდება მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში.  აღსანიშნავია, რომ ტექსტში არ არის იოანეს სახარების ინდეტური არც ერთი გამონათქვამი. გამონათქვამები დანომრილია სტანდარტულად  (რიცხვით 114) და თითოეული მათაგნი იწყება სიტყვებით:  “იესომ თქვა”(რიგ შემთხვევებში გადმოცემულია კითხვა-პასუხის სახით).

ტექსტი აშკარადგნოსტიკური წარმოშობისაა და უმეტეს შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის მიერ შეწყნარებულ ოთხ სახარებასთან. ასევე, რადიკალურად განსხვავებულ სწავლებებს იძლევა რიგ ქრისტიანულ საკითხებზე…

“ერთი შეხედვით თომას სახარება წარმოადგენს ქაოტურ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ გამონათქვამების კრებულს…”[36]

როგორც ჩანს ამ აპოკრიფით უნდა ყოფილიყო ნასაზრდოვები ყურანის მესამე სურის 49 აია და სხვაც მრავალი, რომელთაც გიორგი ლობჟანიძემ მიუძღვნა წერილი: “ყურანისა და თომას სახარების ერთი პარალელი.”[37]

 

გამოყენებულილიტერატურა:

 

  • ახალი აღთქუმაი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, თბილისი 2009 წ.
  • თომას სახარება, თბილისი 2011 (ქართულად თარგმნა – გიორგი კენჭოშვილმა)
  • საკვირაო სახარებათა განმარტება – მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო, ფოთის ეპარქიის გამოცემა, თბილისი 2001 წ.
  • რუსთველი მიტროპოლიტი იოანე – ქადაგებები
  • უდაბნოსმრავალთავი(ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, თბილისი 1994 წ.
  • “უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება” თბილისი, 2004 წ.
  • წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავაეპისკოპოსი -განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა,ტ.II თბილისი 2011
  • ყურანისა და თომას სახარების ერთი პარალელი – გიორგი ლობჟანიძე
  • http://en.wikipedia.org/wiki/Gospel_of_Thomas

 

 

 

 

[1] „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“

[2] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება,

თომას კვირა, ანუ მე-2 კვირა აღდგომიდან (სახარება იოანესაგან 20, 19-31)

[3] იხ. იქვე

[4] მათე 10.3

[5] მარკოზი 3.18

[6] ლუკა 6.15

[7] იოანე 20.24

  • ლაზარესმკვდრეთითაღსადგინებლად

[8] იოანე 11.3

[9] იოანე 11.6

[10] იოანე 11.8

[11] იოანე 11.16

[12] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავაეპისკოპოსი -განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა, ტ.II, საუბარი სამოცდამეორე, გვ.350-351

[13] იოანე 14.5

[14] იოანე 15.13

[15] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება,

თომას კვირა, ანუ მე-2 კვირა აღდგომიდან (სახარება იოანესაგან 20, 19-31)

[16] უდაბნოს მრავალთავი – თქმული წმიდისა იოვანე ოროპირისა, აღსაარებისათვის თომა მოციქულისა და დღისა ახალკვირიაკისა, გვ.226

[17] იოანე 20.27

[18] იოანე 20.19

[19] ლუკა 24.13-31 / იოანე 20.16

[20] იოანე 20.25

[21]  იოანე 20.19,24

  • რუსთველი მიტროპოლიტი იოანეთავის ქადაგებაში (27.04.2014) აღნიშნავდა ამ რვადღის მნიშვნელობას, როგორც სიმბოლოსი – იმ მერვე დღისა,რასაც მამები ფერიცვალების საკითხავში განჭვრეტენ.

[22]  იოანე 20.26

[23]  იოანე 20.27

[24]  იოანე 20.27

[25]  იოანე 20.28

[26]  იოანე 20.25

[27]  იოანე 20.28

[28] მათე 16,17

[29] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება,

თომას კვირა, ანუ მე-2 კვირა აღდგომიდან (სახარება იოანესაგან 20, 19-31)

[30] მთავარეპისკოპოსიიოანე (გამრეკელი) ქადაგებაკვირაცხოვლობას
სიონისსაკათედროტაძარი (22 აპრილი, 2001 წ.)

[31] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება,

თომას კვირა, ანუ მე-2 კვირა აღდგომიდან (სახარება იოანესაგან 20, 19-31)

 

[32] “უფლისაჩუენისაიესოქრისტესმოციქულთაცხოვრება”

[33] იხ. იქვე…

[34] http://en.wikipedia.org/wiki/Gospel_of_Thomas

[35] თომასსახარება, თბილისი 2011

[36] იქვე…გვ.8

[37]  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.25&d=HASHc49d247900b3bf6d992529.14

სერგო ყიასაშვილი

Advertisements

„კრშნა“ მართლაც როგორი არის ის ?!

„კრშნა“

მართლაც როგორი არის ის ?!

 

 

          ნაშრომში მოტანილი  ყველა ციტატა თარგმნილია

 არა ძველი ინდური ტექსტებიდან, რომლებიც

ზოგადსაკაცობრიო მემკვიდრეობის ნაწილია,

არამედ „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“

ფუძემდებლის – პრაბჰუპადას პერიფრაზირებიდან

და მის მიერვე დართული კომენტარებით.

შესავალი

         უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“[1], ასევე ამბობს: „არა არს დაფარული რომელი არა გამოცხადნეს“[2], ხოლო ეშმაკზე ამბობს: „რამეთუ იგი კაცის–მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“[3].

ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო ეშმაკი სიკვდილი და წარწყმედა სულისა. ქრისტეს ღვთაებრივ ნათელზე ყოველივეს ნამდვილი სახე ჩანს და როგორც გერგესელთა მხარეში მისულ უფალს განუცხადეს თავისი თავი ეშმაკთა ლეგიონმა[4], ასევე ახლაც არ ძალუძს დამალოს თავისი ნამდვილი სახე (ამჯერად როგორც კრშნა) და დიდი ხმით ყვირის: „მე ვარ იამა, სიკვდილის ღმერთი… მე ყოვლისშთანმთქმელი სიკვდილი ვარ… მე ვარ დრო, სამყაროების დიდი გამანადგურებელი, და მე მოვედი აქ, რათა გავანადგურო ყველა ადამიანი.[5] ეთანხმება რა ყოველივე ამას „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ დამაარსებელი – პრაბჰუპადა, აღტაცებული წამოიძახებს: „სიკვდილი თვით ღმერთის უზემოესი პიროვნებაა.[6]  – ვგონებ ყოველივე ეს განმარტებას არ საჭიროებს.

მინდა ავღნიშნო, რომ ეს ნაშრომი მიზნად არ ისახავს  კრიშნაიდების  შეურაცჰყოფას, არამედ  მწამს, ისინი  მოტყუებულნი არიან ტოტალიტარული სექტის მიერ და ცდილობენ ერთგულად ემსახურონ კრიშნას. საქმე კი იმაშია, რომ თვითონ მოტყუებულნი ცდილობენ ჩვენს მოტყუებას…

ქართველები რომ ყველაფერ ეგზოტიკურის მოტრფიალენი გავხდით ამ ბოლო დროს,  ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. თბილისში წლების წინ გამოჩენილი კრიშნაიდთა ჯგუფი და მათი სწავლება არავის უმხელია. მათ ერთ საცხოვრებელ სახლში მოიწყვეს აშრამი და დღემდე განაგრძობენ ამ დამღუპველი სწავლების გავრცელებას. ამიტომ მსურს დავანახო ჩემს თანამემამულეებს ნამდვილი სახე კრიშნასი და მისი სწავლებისა. „ნარინჯისფერ და სტაფილოსფერ ტომრებში გამოწყობილ“ კაცს რომ დაინახავ, რომელიც უკრავს, მღერის, ცეკვავს ან ლოტუსის პოზაში თითქოს მედიტაციაში იყოს, ამ ყველაფრით კი არ უნდა ავღფრთოვანდეთ, არამედ ჯერ სულ მცირე მათი ისტორია უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ თუ რას ფიქრობს დედა ეკლესია მათ შესახებ.

 

ისტორიული მომენტი

 

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და მომღიმარი კრიშნაიდი რომ შეგხვდებათ, გაგეცნობათ, როგორც ძველი (5 ათასწლიანი) ვედური ტრადიციის მიმდევარი და ინდუიზმის 500 მლ–იანი არმიის წევრი.

პირველი – რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ ვედურმა წერილმა ჩამოყალიბება ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1500 წელს დაიწყო (ანუ 3500 წლის წინ და არა 5000).

მეორე – „ბჰაგავადგიტა“ წიგნი, რომელსაც წმიდა წერილად მიიჩნევენ და ვედების მთავარ ნაწილად, საერთოდ არ მიეკუთვნება ვედებს. „მაჰაბჰარატა“, რომლის ნაწილსაც შეადგენს „ბჰაგავადგიტა“, შედარებით ახალი ინდური ეპოსია, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქრისტეს შობიდან პირველი ათასწლეულის შუა წლებისათვის.

მესამე – და მთავარი, ჩვენში ცნობილ კრიშნაიდებს იმდენი საერთო აქვთ ტრადიციულ ინდუიზმთან, რამდენიც ნამდვილ აპაჩებთან და მოჰიკანებთან ბიჭუნას, რომელმაც თმებში ბუმბული გაირჭო და სახე აკვარელით აიჭრელა[7].

მათ ავიწყდებათ, არ იციან, ან საერთოდაც თავს იტყუებენ, რადგან თვით პრაბჰუპადა უარყოფდა მის მიერ დაარსებული ორგანიზაციის კავშირს ინდუიზმთან. აი რას წერს ის: „ცდილობენ რა კრიშნას ცნობიერების მოძრაობის შესაბამის ისტორიულ–კულტურულ კონტექსტში მოქცევას, ადამიანები მას ხშირად ინდუიზმთან აიგივებენ, თუმცა ეს გაუგებრობაა… არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს კრიშნას ცნობიერების მოძრაობა ინდუისტურ რელიგიას წარმოადგენს… ინდოეთში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ინდუისტურ რელიგიას ვქადაგებთ, მაგრამ ეს ასე არ არის… კრიშნას ცნობიერების მოძრაობას არაფერი აქვს საერთო ინდუიზმთან და არც სხვა რომელიმე რელიგიურ სისტემასთან… ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კრიშნას ცნობიერების მოძრაობა არ ქადაგებს ე.წ. ინდუისტურ რელიგიას.[8]

პარადოქსია, პრაბჰუპადა ცდილობს დააშოროს თავისი მოძრაობა ინდუიზმს, ხოლო მისი მიმდევრები დღედაღამ ინდოელობაზე ოცნებობენ. სამწუხაროდ მოგვიწევს მათი ოცნებების გაწბილება, რადგან ინდოეთში მოქმედი წესების თანახმად, სხვა ერის წარმომადგენელს არ ძალუძს გახდეს ინდუიზმის მიმდევარი, არამედ ინდუსად უნდა დაიბადო. ამიტომაცაა, რომ თვითონ იდოეთში დევნიან, სექტად მიიჩნევენ და დასცინიან „ყვითელ ტილოებში“ გახვეულ „თეთრკანიან კრიშნაიდებს“. სექტოლოგი მღვდელი, ოლეგ სტენიაევი, ყვება შემთხვევას, რომელიც ინდოეთში მოგზაურობისას შეემთხვა. მისი გამცილებლობა ითავა ერთმა კრიშნაიდმა. კრიშნას ტაძართან, რომ მივიდნენ შიგნით მხოლოდ მამა ოლეგი შეუშვეს, კრიშნაიდს კი სთხოვეს გარეთ მოეცადა. გამოსვლისას მამა ოლეგმა ჰკითხა კარის მცველს ამ მოქმედების აზრი, მან კი უპასუხა:  „შენ ნამდვილი ხარ, შენი მშობლების რჯულის მიმდევარი და კარგი შვილი, ხოლო ეს ყალბია, შექმნილი ხელოვნურად…“[9]

სინამდვილეში, მათ ტრადიციებს სათავე დაედო 1966 წელს, მონაზონ–სანიასის შრი შრიმად სვამი ბჰაკტივედანტა შრილა პრაბჰუპადას მიერ, რომელიც თავს „მოკრძალებით“, „მის ღვთაებრივ აღმატებულებას“ უწოდებდა.

 

ცხოვრების წესი

         პრაბჰუპადამ დატოვა მითითებები თითქმის ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის. მაგ: როგორ მოვუაროთ ჩვენ სხეულებს, როგორ ვიბანაოთ, როგორ გავიმშრალოთ, როგორ დავიბანოთ ხელ–პირი, როგორ და რამდენი გვეძინოს, როგორ და რაზე ვიფიქროთ… ადამიანის თავისუფლება სრულიად იზღუდება და ადეპტი სრულ მონობაში ხვდება. რიტუალიზირებულ ცხოვრებაში გამოიყოფა ცხრა ძირითადი საქმიანობა: კრიშნას შესახებ თხრობის მოსმენა, მანტრის გამეორება, მოგონება, მსახურება, ღვთისმსახურება, ლოცვა, მორჩილება, კრიშნასთან მეგობრობის გაღვივება და მისთვის ყველაფრის გადაცემა[10].

ერთგული კრიშნაიდები იძინებენ  22:00 საათის მერე. მათი აზრით ზედმეტი ძილი ძალიან ცუდია და ამიტომ დგებიან ღამის 3 ან 4–ის ნახევარზე, რასაც უმალ მოჰყვება ცერემონია. საჭიროა ყველა კერპის ჩამოვლა, „გაღვიძება“, დაბანვა, კბილების გამორეცხვა, ჩაცმა და „ჭმევა“. ამას მოსდევს სკვნილზე მანტრების კითხვა, რაც დაახლოებით 2 სთ–ს გრძელდება. შემდეგ 1 საათი ეთმობა პრაბჰუპადას თაოსნობით მომზადებული მასალის და ქადაგების მოსმენას. შემდეგ მოდის შრომა და 9 სთ–ზე საუზმე (ამ დროისათვის საკვები უკვე მომზადებული და კრიშნასთვის შეწირულია). საუზმის შემდეგ იწყება „საველე“ სამუშაოები სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა მსგავსი საქმიანობები, ე.წ. სანკირტანი.[11]

 

კერპთაყვანისმცემლობა

         კრიშნაიდებში გავრცელებულია, როგორც ქანდაკებების მიმართ მსახურება, ასევე ცოცხალი ხალხის მიმართაც, რომელთაც ისინი „გურუს“ უწოდებენ. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გურუს გაღმერთება აღმოსავლური რელიგიების (გურუისტული მიმდინარეობების) დამახასიათებელი ნიშანია.

ყოველივე ამის შესახებ პრაბჰუპადა ამბობს: „მოსწავლემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს, რომ მოძღვარი (გურუ) უბრალო ადამიანია, ხოლო ღვთაება (ქანდაკება) ტაძარში ქვისაგან ნათალი ნაკეთობა. ნებისმიერი, ვინც ასე ფიქრობს, ჯოჯოხეთის მკვიდრია.“[12] „ქანდაკებებს ისევე უნდა მოვეპყრათ, როგორც კრიშნას…“

კრიშნას ტაძრებში ქანდაკებებს „აღვიძებენ“, კბილებს უხეხავენ, მოსავენ, პირს ბანენ… რძის, ვარდის წყლისა და ძროხის შარდის ნაზავში აბანავებენ. განბანვის შემდეგ კრიშნას მიმდევრები მიირთმევენ ამ „ძვირფასს ნექტარს“ (მიღებულ სითხეს)… კერპებს დღეში რამოდენიმეჯერ „კვებავენ“, ხოლო ღამე – დასაძინებლად ასვენებენ.[13]

პრაბჰუპადას მოწაფეები გურუს მიერ მოტყუებულნი დიდი აღტაცებით შემოგძახებენ: „მოწაფეს მხოლოდ ერთი რამ უნდა სურდეს: სულიერი მოძღვრის დაკმაყოფილება.[14]

 

აი, კიდევ ერთი „ერთგულის“ მიმართვა თავისი „გურუსადმი“: „უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი, როცა წარმოვთქვამ სიტყვებს, რომლითაც შენ აღავსებ პირსა ჩემსა. ამასთან, მე არც კი დავფიქრდები, ჭეშმარიტია თუ არა ეს სიტყვები.[15]

ნებაყოფლობითი მონობა, სხვა რა შეიძლება უწოდოს ამ ყოველივეს ადამიანმა?!

პრაბჰუპადა იმ ადამიანებს, რომელნიც კრიშნას არ სცემენ თაყვანს, ასე მოიხსენიებს: „ისინი, ვინც კრიშნას არ სცემენ თაყვანს, რეგვენები არიან, ვირების, ღორების და სხვა ნაკლებად მიმზიდველი ცხოველების მსგავსად.[16]

კაცს, რომელსაც აქვს პრეტენზია მთელი მსოფლიოს მოქცევაზე, სულ მცირე ასეთი „რეგვენული“ გამონათქვამები არ უნდა ახასიათებდეს… დანარჩენი თქვენთვის მომინდია, ფაქტი კი სახეზეა, როგორ პატივს სცემდა იგი განსხვავებულ აზრს და ადამიანის თავისუფლებას.

 

 

პრასადი ანუ არ გაეკაროთ ნაკერპავს

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კრიშნაიდები არიან ვეგეტარიანელები, საჭმელს კი რომელსაც ამზადებელ უმალ კრიშნას სთავაზობენ და სწამთ, რომ მიირთმევს რა კრიშნა მათ მიერ შეთავაზებულ საკვებს, საკვები კრიშნად გარდაიქცევა – ასეთ საკვებს ეწოდება პრასადი. შემთხვევით თუ წააწყდით კრიშნაიდებს, რომელნიც ქუჩაში პრასადს (ნაკერპავ საკვებს) არიგებენ, უნდა გვახსოვდეს რომ მისი მიღება ეკრძალებათ ქრისტიანებს, რადგან ვარღვევთ მცნებას, რომელიც ქრისტიანებს ნაკერპავის მიღებას გვიკრძალავს[17], ხოლო თვითონ კრიშნაიდები არაფრის დიდებით არ გაეკარებიან ჩვენ საკვებს, ეს მათთან სასტიკადაა აკრძალული.

„თვითმხილველთა სიტყვებით: კრიშნაიდები მოსკოვის ბაზრებში დადიან და კრიშნასთვის „აკურთხებენ“ იქ გამოფენილ პროდუქტებს.[18] გავიხსენოთ, რომ სწორედ ამით იყო დაკავებული იმპერატორი იულიანე, რათა იძულებული გაეხადა ქრისტიანები უმეცრებით ეგემათ ნაკერპავი და წაბილწულიყვნენ.

საუბარში თუ კრიშნაიდმა აღმოაჩინა, რომ თქვენ მართლმადიდებელი ხართ, ის, პირველ რიგში, დაგტუქსავთ ბიბლიური მცნებების დარღვევისათვის. უმალ ნიშნის მოგებით მოგაძახებთ: „თქვენთან ხომ აკრძალულია მოკვლა, თქვენ კი ხოცავთ ცხოველებს და მიირთმევთ მათ ხორცს“. აქ საათობით შეგიძლიათ უმტკიცოდ, რომ მცნება ცხოველებს არ ეხება და საერთოდ ებრაულ ენაში ორი სხვადასხვა სიტყვაა „ცხოველთა დაკვლისა“ და „მკვლელობის“ აღსანიშნავად. საბოლოო ჯამში. მაინც ვერაფერს გახდებით: ეს არგუმენტი ხომ თვით პრაბჰუპადას მოჰყავდა, ის კი [მათი აზრით  ს.ყ], არასოდეს ცდებოდა, რადგან ასეთ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ადამიანი, პრინციპში, ვერც შეცდება და მისი ყოველი გამონათქვამი სრულყოფილია.

 

 

კრიშნას დახასიათება

ქრისტეს ეკლესია, ღვთაებრივი მოციქულის, იოანეს, მიერ განათლებული ღმერთის შესახებ ასე ქადაგებს: „ღმერთი სიყვარულია“[19] და დაუმატებს ღვთაებრივი პავლე: „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“.[20]

პრაბჰუპადას აქვს პრეტენზია, რომ მის მიერ ნაქადაგები კრიშნა წარმოადგენს „ღმრთეების უზენაეს პიროვნებას“, მოდით ვნახოთ როგორი სახით ეჩვენა კრიშნა მის ერთგულ არჯუნას,  „ბჰაგავად–გიტაში“ არჯუნა ამბობს: „ვხედავ შენს სხეულში მრავალ და მრავალ ხელს, სტომაქებს, ბაგეებს, თვალებს, უსაზღვროთ განვრცობილთ ყოველგან… ვხედავ, როგორ აფრქვევ ცეცხლს და სწვავ სამყაროს შენი ნათებით… ყველა ციური სხეული და ნახევაღმერთი დათრგუნა შენი დიადი ფორმის ხილვამ, მისი მრავალი სახით, თვალით, ხელით, ბარძაყით, ფეხით, სტომაქით და ბევრითა კბილით… შენი გამეხებული ბაგენი… ყველა ადამიანი შენი დაღებული ბაგეებისკენ მიექანება, ვითარცა ღამის პეპლები, ცეცხლისკენ მიმავალნი, რათა დაიწვან… ვხედავ, როგორ შთანთქავ ადამიანებს შენი ალმოდებული ბაგეებით ყოველი მხრიდან… წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ შენი მომაკვდინებელი სახეების შემხედვარე… ჩვენი დიადი მეომრები შენი საზარელი ბაგეებისკენ მიისწრაფიან. და ვხედავ ზოგიერთი მათგანის თავს, გაჭედილს შენს კბილებს შორის და გასრესილს.[21]

მინდა „ყვითელ ფარდებში გახლართული“  ხალხით მოხიბლულ ქრისტიანებს შევახსენო თუ ვინაა ის, ვინც „ბჰაგავად–გიტაშია“ აღწერილი ასე გულმოდგინებით. ღვთაებრივ მოციქულ პეტრეს მოვუსმინოთ: „ეშმაკი,ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.“[22]

კრიშნა ბავშვობაში იპარავდა კარაქს, ასევე ბავშვობაში მოკლა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც დემონებად აღიქვამდა, ის მკვლელობებს აგრძელებდა მთელი მისი ცხოვრება, მას ჰყავდა 16 108 ცოლი და თითოეულთან 10 შვილი, არ კმაყოფილდებოდა რა თავისი ცოლებით, სხვის ცოლებზეც არ ამბობდა უარს… ამ ყველაფერზე ქვემოთ დაწვრილებით, ახლა კი მსურს ერთი მომენტი დავამატო კრიშნას ცხოვრებიდან რაც, ვგონებ, უფრო ნათლად წარმოაჩენს მის ნამდვილ სახეს: დედის საშვილოსნოში მყოფ თავის ერთგულს, რომელსაც სიკვდილი ემუქრებოდა კრიშნა გამოეცხადა, აი როგორ აღწერს იგი ამას: „კრიშნას ამშვენებდა ოთხი ხელი, ოქროსფერი საყურეები, ხოლო თვალები ბრაზისაგან ჩასისხლიანებოდა, იგი აქეთ–იქით დადიოდა და კვერთხი მეტეორივით გამუდმებით გარს უვლიდა.[23]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიქების პანთეონში კრიშნა ერთ–ერთი ყველაზე საზარელი დემონია. ჯაინისტურ და ბუდისტურ მითოლოგიაში ის უარყოფითი პიროვნებაა. ბუდისტების წარმოდგენით, კრიშნა შავი ეშმაკების, ბუდას მტრების მთავარია.

 

კრიშნა: „მე აზარტული თამაში ვარ…“

            „ტყუილთა შორის მე აზარტული თამაში ვარ და დიდებულთა შორის – დიდებულება. მე ვარ გამარჯვება და წამოწყება და ძალა ძლიერთა“[24] – ამბობს კრიშნა, ხოლო მისი მთავარი კვერის დამკვრელი, ქურუმთა შორის აღმატებული თავისი „გონიერებით“, განმარტავს რა ამ მუხლს, პრაბჰუპადა წერს: „მთელს მსოფლიოში არსებობს უამრავი თაღლითი. თაღლითობის სახეებს შორის აზარტული თამაში უზემოესია და ამიტომაც განასახიერებს კრიშნას. არის რა ყოველისშემძლე, კრიშნას შეუძლია ნებისმიერ რიგით ადამიანზე მეტად მზაკვარი იყოს. თუკი კრიშნა ადამიანის გაცურებას ისურვებს, ვერავინ შეედრება მას ვერაგობაში.[25]

რა შეიძლება ვთქვათ ყოველივე ამაზე?  – ვიტყვი, რომ კრიშნა თვითონ ამხელს საკუთარ თავს.

კრიშნა – ქურდი

            წარმოაჩენს რა თავის „ტრანსცენდენტულ გონიერებას“, პრაბჰუპადა კიდევ ერთ „მარგალიტს“ გვთავაზობს, „შრიმად ბჰაგავატამის“ ერთი–ერთი მუხლის კომენტარებში ის წერს: „უფალ კრიშნას ზოგჯერ ქურდად ახასიათებენ. წმიდა ერთგულთა შორის იგი სახელგანთქმულია როგორც მაქჰანა–ჩორა. პატარაობისას ვრნდავანში მეზობლების სახლებიდან კარაქს იპარავდა ხოლმე. მას შემდეგ ქურდად გახდა ცნობილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეთაყვანებიან როგორც ქურდს, მაშინ როცა მატერიალურ სამყაროში ქურდს სჯიან და არასოდეს აქებენ, რადგან ის ღმრთეების აბსოლიტური პიროვნებაა, მას ყველაფერი შეეფერება და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად იგი მაინც ღმრთეების უზენაესი პიროვნება გახლავთ.[26]

„განუმეორებელი გონიერება“, „ტრანსცენდენტული სიბრძნე“, „ლოგიკის ზეიმი…“ ვგონებ ბ–ნ პრაბჰუპადა, მართლაც არ ყოფილა მატერიალური სამყაროს წარმომადგენელი, და თუ მაინც მისი სხეული დედამიწას ამძიმებდა, აშკარაა გონება გაბრუებული ჰქონდა თავისი უტკბილესი ნარკოტიკით – კრიშნათი.

ო, როგორ გამალებით ცდილობს დემონი–კრშნა პრაბჰუპადას პირით გაასაღოს ყოველი საზიზღრობა ღვთაებისათვის მისაღებად და დამახასიათებლად. როგორ დაუფარავად ცდილობს აღისრულოს ის გულისწადილი რაც დსაბამიდან გააჩნდა, რის გამოც დაშორდა იგი ღმერთს და ჭეშმარიტებას განუდგა. დიახ! იგი ცდილობს მიემსგავსოს ღმერთს, მაგრამ არ გააჩნია რა სიკეთე (დაცემის მერე არ არის სიკეთის მატარებელი), სხვა რა დარჩენია თუ არა, რომ ყოველი სიბინძურე, რომელიც მას ასე მოსავს, გაასაღოს ჭეშმარიტებად…

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რაჟამს განხორციელდა, თავისი უწმიდესი ბაგეებით, გვამცნო ეშმაკსა და მისი ხრიკების შესახებ, რომ იგი(ეშმაკი)  მკვლელი, ყოველგავარი სიბინძურისა და წარწყმედის მატარებელი სულია, რომელიც ჭეშმარიტებაში არ დარჩა, რადგან დასაბამითგან მატყუარა იყო და კაცისმკვლელი.[27]

არც კრიშნა მალავს ამას და ამბობს: „მაცდუნებელი ენერგია ჩემს ძალას წარმოადგენს…“[28]

კრიშნა – მრავალცოლიანი და მრუში

            როგორც „შრიმად–ბჰაგავატამში“ წერია, კრიშნამ ამ ქვეყნად ცხოვრების პერიოდში მოიყვანა 16 108 ცოლი და თითოეულთან 10–10 ვაჟი ჰყავდა. ყველა მათგანთან, რომ ყოფილიყო იგი თავს იმრავლებდა და ერთდროულად შედიოდა 16 108  ცოლთან, რითაც ყოველი მათგანი კმაყოფილი იყო, ტკბებოდნენ რა მისი ბაგეების ამბორით… პრაბჰუპადას აზრით: „ამდენი ცოლის მოყვანით კრიშნამ დედამიწაზე ადამიანების ისტორიაში აღბეჭდა ის, რომ კრიშნა არასოდეს არის რომელიმე ადამიანის ტოლი ან მასზე ნაკლები, რაც არ უნდა ძლევამოსილი იყოს ეს უკანასკნელი. ამიტომ არავინაა კრიშნას თანასწორი ან მასზე დიდი.

მოვისმინოთ პრაბჰუპადას მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი „მარგალიტი“, რომელიც ასე მრავლადაა მის მიერ ნათარგმნ და კომენტარებდართულ წიგნებში, ის ზემოთქმულის შესახებ წერს: „კრიშნა დაქორწინდა და მეოჯახესავით ცხოვრობდა. ეს მართლაც მიწიერ საქმიანობას გავს, მაგრამ როცა ვიგებთ, რომ მან 16 108 ცოლი შეირთო და ყოველ სასახლეში თითოეულ მათგანთან ცალ–ცალკე ცხოვრობდა, უეჭველი ხდება, რომ ეს ქმედება მიწიერი არ არის. ამრიგად, თავის ღირსეულ ცოლებთან მეოჯახედ მცხოვრები კრიშნა არასოდესაა მიწიერი და მისი მოქმედება მიწიერ სექსუალურ ურთიერთობასთან არასოდეს უნდა გავაიგივოთ.

ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ მიწიერ სექსუალურ  ურთიერთობასთან არ უნდა გავაიგივოთ კრიშნას მოქმედება, მაშ საიდან გაჩნდნენ კრიშნას შვილები? ესეც მისი ცოლების ტრანსცენდენტული მედიტაციის შედეგი ხომ არ არის ბ–ნ პრაბჰუპადა? აბა რას გვეტყვით?

საოცარია, ამ შეკითხვაზე პასუხი იქვე აღმოვაჩინე, ჩვენი „ტომარაში გახვეული ბრძენი“ წერს: „ეს ქალები, რომლებიც კრიშნას ცოლები გახდნენ, უეჭველია ჩვეულებივი ქალები არ ყოფილან, ვინაიდან კრიშნას ცოლობა მრავალი მილიონი დაბადების (და ამ დაბადებებში განვლილი ასკეზის  ს.ყ.) შედეგია. ამ მდგომარეობას მათ ერთგული სამსახურის სრულქმნით მიაღწიეს.“[29]

–        ღირს კი რამის დაწერა?!

მხოლოდ ამას ვიტყვი: თუ ვინმეს გული სწყდება, რომ ამ „არაჩვეულებრივ“ ქალთა შორის არ იყო და კრიშნას არ უკოცნიდა „ლოტუსის ტერფებს“… დაგამშვიდებთ, „ტრანსცენდეტულმა პრაბჰუპადამ“ თქვენთვისაც მონახა გამოსავალი. თურმე ნუ იტყვი და ყოველი კრიშნაიდის უმაღლესი სულიერი საფეხურიც ეს ყოფილა – კრიშნასთან სასიყვარულო (ცოლ–ქმრული) ურთიერთობა. ამაზე ქვევით ვისაუბრებთ….

არ იკმარა რა საკუთარი ათასობით ცოლი კრიშნამ, გოპებზეც (მწყემსი გოგონები) არ თქვა უარი… „შრიმად–ბჰაგავატამის ერთ–ერთ ისტორიაში, მოთხრობილია, თუ როგორ დაუშვა კრიშნამ დედამიწაზე ექვსთვიანი ღამე და ამ დროის განმავლობაში 100 ქალთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი ისე, რომ ქმრებმა ვერაფერი შენიშნეს….“[30]

სახეზე გვაქვს კრიშნას მიერ ყველა ძირითადი ზნეობრივი კანონის დარღვევა, არა მხოლოდ ინდუისტური, არამედ ზოგადსაკაცობრიო სახისა.

 

 

 

კრიშნა – დემონის შემწყნარებელი / ცოდვილი კაცის მკვლელი

            პარადოქსია, მაგრამ კრიშნას სწავლების თანახმად, ცხოველების დაკვლა აკრძალულია, ხოლო კაცისკვლა შეიძლება და ზოგჯერ აუცილებელიც კია. განსაკურებით, თუკი ის მიეკუთვნება კრიშნას მოძულე დემონების ჯილაგს. თანაც, თუკი მოკვლის მომენტში ასეთ ადამიანს მანტრის, „ჰარე კრიშნა“, წაკითხვას ვაიძულებთ, მისი შემდგომი ბედი, მისი კარმა, საგრძნობლად გაუმჯობესდება.[31]

კრიშნა ბავშობიდან მიეჩვია მკვლელობას, ჯერ იყო და მთლად ჩვილობაში მის მოსაკლავად მოსულ დემონს ძუძუსწოვით გამოაცალა სასიცოცხლო ძალები და მოკლა (თან გაიაზრა რა, რომ მისი ძუძუ მოწოვა, თქვა რომ აუცილებელი იყო სულიერ სამყაროში ამ ქალ–დემონს მის მშობელთა გვერდით დაედო ადგილი, ანუ ერთი სიტყვით „აცხოვნა“), შემდეგ ერთ–ერთი მთავარი გამოიწვია საბრძოლო მოედანზე და იმდენი ურტყა მუჭები რომ ამ რტყმაში დაკარგა სასიცოცხლო ძალები იმ საცოდავმა და „შემოაკვდა“.

კიდევ გნებავთ პარადოქსი? რამდენიც გენებოთ… შრიმად ბჰაგავატამის პრაბჰუპადასეულ კომენტარებში მოთხრობილია ისტორია: „როდესაც ტყეს ცეცხლი მოეკიდა, მასში მცხოვრები დემონი გაიქცა, კრიშნას კი მისი მოკვლა უნდოდა. დემონმა არჯუნას, კრიშნას ერთგულს, შეაფარა თავი და გადარჩენა სთხოვა, ამის შემხედვარე კრიშნამ შეწყვიტა მისი დევნა“… პრაბჰუპადას კომენტარი: „რადგან არჯუნამ კრიშნას რისხვისაგან გადაარჩინა დემონი, ამიტომ ერთგულები კრიშნაზე უფრო მოწყალენი არიან და ერთგულ სამსახურში ერთგულის წყალობა უფრო ძლიერია ვიდრე კრიშნასი.“[32] ვალში არც დემონი დარჩენილა და კრიშნას თხოვნით საოცარი საკრებული სახლი აუშენა მეფეს…

როგორც ვნახეთ, კრიშნამ არჯუნას თხოვნით დაინდო დემონი და სიცოცხლე შეუნარჩუნა. ახლა ვნახოთ, როგორ არიგებს იგი თავის ერთგულ არჯუნას, როდესაც საქმე მკვლელ ადამიანს ეხება… „კრიშნამ თქვა: ო, არჯუნა, შენ არ უნდა გამოიჩინო მოწყალება და არ უნდა გაუშვა ბრაჰმანის ეს ნათესავი, რადგან მან მძინარე უმანკო ბიჭები დახოცა… დაუყონებლივ მოკალი იგი.[33]

საინტერესოა, კრიშნამ დემონი დაინდო და არ მოკლა ხოლო მეორე წუთს არჯუნას უბრძანებს არ გამოიჩინოს მოწყალება კაცის მიმართ და მოკლას იგი… ჭეშმარიტია მაცხოვრის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები: „…როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?…თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული“[34] და „რამეთუ იგი კაცის–მკვლელი იყო დასაბამითგან“[35]. ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, ყველა მის (კრიშნას) მოქმედებაში და გამონათქვამში ცხადდება მისი ჭეშმარიტი სახე. თუ ესეც არ არის საკმარისი მაშ კიდევ მოვუსმინოთ „შრიმად–ბჰაგავატამს“: „შეამსუბუქა დედამიწის ტვირთი „კრიშნამ“ ძლიერი იადუების მიერ სუსტების, ხოლო დიდების მიერ მცირეთა დახოცვით“,[36] „კრიშნა დაამშვიდა დედამიწის დამამძიმებელი მეფეების მოკვლამ.“[37]

 

 

ტრანსცენდენტული სიყვარული

ანუ…

(კრიშნასთან ურთიერთობის ყველაზე აღმატებულ ფორმაზე, ცოლ–ქმრობაზე, მეძავებზე)

            პრაბჰუპადას თქმით: „კრიშნასადმი სიყვარულის ხუთ ფაზიდან ერთ–ერთი მადჰურაია–რასას საფეხურია, ანუ ცოლ–ქმრული სასიწყვარულო ურთიერთობა… კრიშნას, როგორც სრულყოფილს ლტოლვა არ გააჩნია, მაგრამ ერთგულის ძლიერი სიყვარულის დასაკმაყოფილებლად იგი ბატონი, მეგობარი, შვილი ან ქმარი ხდება…[38]

აქაც, მოიშველიებს რა თავის უსაზღვროდ განვითარებულ „გონიერებას“ პრაბჰუპადა, განმარტავს ზემოთქმულს: „იმას, რომ კრიშნა ეამბორებოდა ხოლმე თავის ცოლებს ან ახალგაზრდა მეგობარ გოგონებს, რომლებიც კრიშნას ცოლობისაკენ ისწრაფოდნენ, არავითარი მატერიალური გაუკუღმართებული თვისება არ გააჩნია… ეს საფეხური მრავალი სიცოცხლის განმავლობაში შესრულებული ეპითიმიებით მიიღწევა.

დიახ, ბ–ნ პრაბჰუპადა, თქვენმა დატოვილმა გურუ–მემკვიდრემ, ჰარიკეშა სვამიმაც „ტრანსცენდენტულად“ დააორსულა თავისი საყვარელი (ალბად მასაც მილიონობით დაბადებაში ჰქონდა ასკეზები შესრულებული?) და შემდგომ ამ უკანონო შეერთებით შობილი ვაჟი თქვენს განსხეულებად გამოაცხადა და მოითხოვა ყველას თაყვანი ეცა მისი შვილისთვის !

ამ კაცის შეუდარებლად დამღლელმა ლოგიკამ, რომ არ დაგვღალოს,  ისღა ვთქვათ, თუ როგორ მიიღწევა უმაღლესი საფეხური კრიშნასთან ურთიერთობისა – მისი ცოლობა…

პრაბჰუპადა წერს: „ზედიზედ ორი ცხოვრების განმავლობაში კრიშნას ცნობიერებაში ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის წვდომის შემთხვევაში ჩვენ სანსარას წრებრუნვიდან (რეინკარნაცია) გაღწევას შევძლებთ და სხეულის გაძარცვის შემდგომ მივაღწევთ ვაიკუნიატიის პლანეტას, სადაც უდარდელ მწყემს გოგონებად ვიქცევით და კრიშნას მოსიყვარულე მკლავებში მარადიულად განვისვენებთ

ჰოი, გენიოსო, ისიც გვითხარი როგორ მივაღწიოთ ამას, რა გასაღები გიპოვნია ჩვენს წარსაწყმედად?!

პრაბჰუპადა: „კრიშნა ისე უნდა გვსურდეს, როგორც საყვარლის სიახლოვე სწადია მიჯნურ ქალს.[39]

საყვარლებზე გამახსენდა და მსურს მოგითხროთ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს „პრაბჰუპადას“ მეძავებთან დაკავშირებით.. „შრიმად–ბჰაგავატამში“ წერია: „ამავე დროს, ასობით განთქმული მეძავიც გამოემართა საკუთარი ეტლებით. ყველას მოუთმენლად სურდა კრიშნასთან შეხვედრა“.[40] პრაბჰუპადას კომენტარი: „ადამიანს შეიძლება შემთხვევის გამო მოუწიოს საზოგადოებისთვის მიუღებელი ცხოვრების გზაზე დადგომა, მაგრამ ეს მას კრიშნას ერთგული სამსახურის შესრულებაში ხელს არ შეუშლის… მეძავნი საჭირონი არიან საზოგადოებაში სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად… კაცები, რომელებიც შინ ვერ კმაყოფილდებიან, ამგვარ დათმობებს საჭიროებენ და თუ მეძავები არ იარსებებენ, მაშინ დაბალ საფეხურზე მდგომი ეს ადამიანები სხვებს უბიძგებენ მეძაობისკენ. უმჯობესია, მეძავები ხელმისაწვდომნი იყვნენ, რათა შესაძლებელი იყოს საზოგადოების სიწმიდის შენარჩუნება…“

ბ–ნ პრაბჰუპადა, სამწუხაროდ თქვენ ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ ალბად მოსმენილიც არ გაქვთ, ან შესაძლოა მოისმინეთ და თქვენი ჩვეული ხერხით, ხელის აქნევით, ომახიანად შესძახეთ: სისულელეა! ერთი კია, რომ შემთხვევის გამო არაფერი არ ხდება, არამედ ადამიანს აქვს რა ღვთისაგან მინიჭებული თავისუფალი ნება, იგი თითოეულ მომენტში გადაწყვეტს თავის მომავალ ცხოვრებას და თავისივე ნებასურვილით ცვლის მას (გვაპატიეთ თქვენსავით რომ არ ვფიქრობთ და კრიშნას თოჯინებად რომ არ წარმოგვიდგენია თავები)… ასევე, ალბად არასოდეს გსმენია მაცხოვარ იესოს სიტყვები, რომელიც მრუშ ქალს მიმართავდა: „ასულო მოგეტევა შენი ცოდვები, წადი და ნუღარ სცოდავ“, თორემ არ იტყოდით, რომ ღვთაებასთან ურთიერთობა და პარალელურად მეძავობა  ნორმალურია, თქვენ ამართლებთ რა ცოდვას, არად აგდებთ მას და მოუწოდებთ ხალხს, რომ დარჩნენ იმ ცოდვით მდგომარეობაში, რომელშიც არიან. თითქოს ეს არაფერი ყოფილიყოს! არადა, ვიცი, რომ გსმენიათ, ო რამდენჯერ გაქვთ თავი მოწონებული სახარების „ცოდნით“ ოღონდაც კი ქრისტიანები შეგეცდინათ, მაგრამ საბედნიეროდ იქაც თქვენს „სრულ ტრანსცენდენტულ უმეცრებას“ ამჟღავნებდით… თქვენ, კაცს რომელსაც პრეტენზია გაგაჩდათ ერთ დროს მსოფლიო მოძღვრობაზე… წამოგცდათ? არა, უფრო სწორი იქნება, გულიდან ამოთქვით და დაწერეთ ეს სიტყვები: „მეძავნი საჭირონი არიან“… შენ, „ღვთაებრივ მოწყალებად“ წოდებულო ამბობ, რომ „კაცები, რომელებიც შინ ვერ კმაყოფილდებიან, ამგვარ დათმობებს საჭიროებენ. რომელ სულიერ მოძღვრობაზეღა უნდა გააჩნდეს ამ ყოველივეს მერე კაცს პრეტენზია? სად მიგყავს ეს მოტყუებული ხალხი?!  ღვთაებრივი პავლე გამხელთ შენ და შენს კრიშნასაც: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“!.[41]

ისევ პარადოქსი, თუ პრაბჰუპადა მეძავნთან ურთიერთობას საჭიროდაც მიიჩნევს, საკუთარ მიმდევრებს კი კანონიერ ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში ასეთ წესებს უდგენს: „ცოლ–ქმრული ურთიერთობა მხოლოდ გვარის გაგრძელების მიზნით არის ნებადართული, ისიც თვეში ერთხელ. ამ კავშირის წინ კი მეუღლეებს ევალებათ მაჰა–მანტრას „დიდი წრის“ წაკითხვა, ანუ 50 წრე სკვნილზე (კრიშნაიდები მას „ჯაპას“ უწოდებენ), რომელიც 108 ბურთულისაგან შედგება….[42]

ლოცვისას გამოვლენილი ექსტაზი

            პრაბჰუპადას მიხედვით, ექსტაზში მყოფი ადამიანი რვა მდგომარეობას განიცდის: 1.გაშეშება და შინაგანი სიცარიელის შეგრძნება; 2.ჭარბი ოფლდენა; 3.თმების ყალყზე დადგომა; 4.ხმის კანკალი და დაკარგვა; 5.სხეულის კანკალი და თრთოლვა; 6.კანის ფერის ცვლა; 7.ტირილი და დაუოკებელი ისტერიკა; 8კატალეფსია…[43]

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მართლმადიდებლურ პრაკტიკაში აღწერილ შემთხვევებს, კერძოდ ეშმაკის მიერ ადამიანი დაპატრონების მომენტს ანუ შეპყრობილობას…

 

 

„გურუკულების“ კოშმარი

მთელი მსოფლიო შეაძრწუნა „გურუკულების“ ცხოვრების მრავალი ფაქტის გამოხმაურებამ. „გურუკულები“ გახლდათ სკოლა–ინტერნატები, სადაც მშობლები თავიანთ ბავშვებს ამზადებდნენ, რათა „სხეულის ამ გვერდითმა პროდუქტებმა“ (ასე უწოდებს პრაბჰუპადა ბავშვებს),[44] მათ ხელი არ შეუშალონ კრიშნას ცნობიერების წვდომაში.[45]

„გურუკულების“ ყოფილი მოსწავლე წერს: „მე ვცდილობ ყველა იმ საშინელების დავიწყებას, რომლებიც ჩვენ გადაგვატანინეს ღმერთის (კრიშნას,   ს.ყ.) სახელით: ფიზიკური ხელყოფა, ფსიქოლოგიური დევნა, მუდმივი გაუპატიურება… მე გამაუპატიურა მასწავლებელმა, რომელმაც ჩემი ძმა გააუპატიურა საფრანგეთში; ჩემი და, დედის მხრიდან, აიძულეს საკუთარი შარდი დაელია დალასში, ჩემს მამობილს კი ნარკოტიკები გადაჰქონდა ლას–ვეგასიდან ლო–ანჟელესში. ჩემი უმცროსი ძმის გურუ სანკირტანის მსოფლიო ლიდერმა მოკლა… რომ იცოდეთ მსოფლიოში ათასობითაა ჩემი მსგავსი“.[46]

2000 წლის გაზაფხულზე „გურუკულების“ ყოფილი აღსაზრდელების 44–კაციანმა ჯგუფმა 400 მლნ. დოლარის ოდენობის საჩივარი შეიტანა ტეხასის შტატის სასამართლოში „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ წინააღმდეგ. მათი დასახიჩრებული ბავშვობის და მორალური ზიანისათვის.[47]

 

კრიშნაიდმა მღვდელს თავი მოჰკვეთა

            „მისი ტრანსცენდენტულესობა“, პრაბჰუპადა წერს: „Любой человек, действуюший в сознании Кришны…, даже убивая не совершает убийства.[48]

სჩანს ეს სიტყვები, 26 წლის რომან ლუბეცკის პირდაპირ გაუგია და უფრო შორსაც გაჭრილა მისი ფანტაზიები. გადაზრდილა რა მსხვერპლშეწირვაში…

2000 წლის 21 მარტს, ქალაქ ტურეში მხეცურად იქნა მოკლული მღვდელ–მონაზონი გრიგორი. პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა. მკვლელი აღმოჩნდა – 26 წლის რომან ლუბეცკი(გავრიილი), რომელსაც აღრფთოვანებაში მოჰყავდა ადგილობრივები თავისი ასკეტური ცხოვრებით (არ სვამდა, არ ეწოდა, ვეგეტარიანელი იყო). მხოლოდ ერთი აფიქრებდათ მეზობლებს ამ მშვენიერ ახალგაზრდა კაცში, ის თავს „კრიშნაიდს“ უწოდებდა. საერთო საცხოვრებლის დიასახლისი, ვალენტინა პავლოვა, იხსენებს: რომანი კითხულობდა წიგნს „ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი“ და გამუდმებით გალობდა „ჰარე კრიშნა“ მანტრას. რომანი მთელი თავისი ძალღონით ცდილობდა ხალხის გადაბირებას. ამ დროს გაიცნო მღვდელ–მონაზონი გრიგორი, რომელმაც მას საცხოვრებელი მისცა და კვებავდა. რომანმა მისი „მოქცევაც“ გადაწყვიტა და ხშირად ეპაექრებოდა მამა გრიგორს რელიგიურ საკითხებზე. ცოტახანში რომანი შეიცვალა… ვალენტინა პავლოვა იხსენებს:  ერთ ღამეს რომანი ყვიროდა, რომ მოკლავდა მღვდელს და ამით საკუთარ თავს დალოცავდა, რადგან მსხვერპლს შეწირავდა კრიშნას…

21 მარტს, ღამე, მივიდა რომანი მამა გრიგორის კელიაში, კარის გაღებისთანავე რამდენჯერმე ჩაარტყა გულის არეში ე.წ. „სპიცი“ და ჯერ კიდევ ცოცხალ მღვდელს დანით თავი მოაჭრა. კელიიდან ტაძარში გავიდა, ანალოღიის ხატს წრე დაარტყა და აღსავლის კარით საკურთხეველში შევიდა, მღვდლის მოკვეთილი თავი ტრაპეზზე დადო სახარებისა და ჯვრის შუაში… ეს ყველაფერი მოწამის მოჭრილი თავიდან მომდინარე სისხლით დასტურდება, რომლითაც ყველაფერი აღიწერა იატაკზე.

გადაცემა „Сектор“–ის ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა – ალექსანდრე იგორცევმა, სცადა დამნაშავისგან მოესმინა მკვლელობის მიზეზი. რომანმა საკნიდან მშვიდად გამოსძახა: „ძალადობა ამ მომენტში არ მომხდარა. მღვდელი, რომელიც კრიშნამ მოკლა სამოთხეში მოხვდა“.

როგორც ვხედავთ ტოტალიტარული სექტის ცნობიერების მიერ დაზიანებული ეს პიროვნება, თავის ნამოქმედარს კრიშნას აბრალებს: „ის მე არ მომიკლავს, ის კრიშნამ მოკლა ჩემი ხელებით“… სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები უამრავია ამ „საზოგადოების“ ისტორიაში. ფაქტებზე დაყრდნობით გამოიცა წიგნი: „Monkey on a stick, Murder, Madness, and the Hare Krishnas” – წიგნის ავტორები არიან: John Hubner და Lindsey Gruson–ი.

პროფესორ ალექსანდრე დვორკინის თქმით, ეს მკვლელობა (თავის მოჭრა) არ არის შემთხვევითი. 1987 წელს ლონდონში წამყვან გურუს ზუსტად ასე მოჭრა თავი თავისმა მიმდევარმა.

ყველაზე საინტერესო რუსეთის „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ წინამძღვარმა, სუჩარუ კუმარ დასმა (სერგეი ზუევი), განაცხადა: „ეჭვმიტანილი, „როგორც ახსოვს“ არასოდეს არ ყოფილა „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ წევრი“. არ ხდება პირველად, რომ „კცს“ უარყოფს დამნაშავეებთან ურთიერთობას… სექტოლოგი, ალექსანდრე დვორკინი, წერს: „პრაბჰუპადამ 11 გურუ–მემკვიდრე დატოვა, მათგან მხოლოდ ორმა შეინარჩუნა თანამდებობა. ზოგიერთმა მათგანმა ციხეში ამოჰყო თავი, ზოგიც მოკლეს ერთმანეთში გაჩაღებული ბრძოლისას. რაც მთავარია – ყოველ მათგანს, რომელსაც ემუქრებოდა სასჯელი, სასამართლოს წინ სექტიდან აგდებდნენ და საზოგადოება უმწიკვლო რჩებოდა.“[49]

 

დასკვნის მაგივრად

            აღარაფერს ვამბობთ პრაბჰუპადას მოწაფის, ჰარიკეშა სვამის, მიერ შედგენილ „ვარნაშრამას მანიფესტზე“ [რომელსაც ცნობილმა სექტოლოგმა, ალექსანდრე დვორკინმა, თავის წიგნში „სექტოლოგია“ მთელი თავი მიუძღვნა], რომელიც გამოხატულებაა იმ ტირანული მმართველობისა, რომლის დამყარებისკენაც ისწრაფვიან ჩვენი „მოსიარულე ნარინჯისფერი ტომრები“. საბოლოოდ ჰარიკეშა გაგიჟდა, ის, არა მხოლოდ, საზოგადოების მმართველის პოსტიდან გაანთავისუფლეს, არამედ სექტიდანაც გააგდეს. გამწარებულმა ჰარიკეშამ განაცხადა: „ეს არის კორუფციით გაჟღენთილი კომუნისტური ორგანიზაცია, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ ფული, ძალაუფლება, უძრავი ქონება და ბერწი ინსტიტუციალიზაცია.“[50]

გაგიკვირდებათ და ამ ყველაფრის შემდეგ, რუსეთის „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ მთავარი გურუ – Сучару Кумар Дас (Сергей Зуев) – აცხადებს: „ჩვენი რელიგია არის ყველაზე მშვიდობიანი რელიგია დედამიწაზე.“[51]

სერგი ყიასაშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • ახალი აღთქუმაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, თბილისი 2009წ.
  • სექტოლოგია, ტოტალიტარული სექტები, 1 ტომი –ალექსანდრე დვორკინი (თარგ. ირაკლი ბერიძე);
  • გადაცემა „Сектор“–ის ვიდეო მასალა:

https://www.youtube.com/watch?v=4AY3AefLI5U

 

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას წიგნები:

  • ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი;
  • კრშნა ღმრთეები უზენაესი პიროვნება;
  • უფალი ჩაიტანიას მოძღვრება;
  •  შრიმად ბჰაგავატამი სიმღერა პირველი – ნაწილი პირველი;
  •  შრიმად ბჰაგავატამი სიმღერა პირველი – ნაწილი;

 


[1] იოანე 11,25

[2] მარკოზი 4,22

[3] იოანე 8,44

[4] მათე 8,28–32

[5] ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი, თ.10, ტ. 29,34  თ.11, ტ.32

[6] Шримад-Бхагаватам. Песнь 1,4.2 гл.13 комментарий к тексту 19.

[7] სექტოლოგია, ტ.1 გვ.415

[8] Шри Шримад А.Ч. Бхактиведанта Свами Прабхупада, Сознание Кришны: индуистский култ или божественная култура? // Наука Самосознания, 1991. С.135,141.

[9] გადაცემა „Сектор“ – რელიგიური სექტები, ნაწილი 3.

[10] სექტოლოგია, ტ.1 გვ.445–446

[11] იქვე. გვ.446

[12] ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი 4:21:12

[13] სექტოლოგია, ტ.1 გვ.433

[14] Прабхупада–сумедхасам вып.1. М., 1997. С.115

[15] Бхактивинода Такур. Щри Харинама Нинтамани. Бомбей б, г, С.2.

[16] სექტოლოგია, ტ.1 გვ.430  (შ.ბ. თ.9, ტ.5)

[17] საქ. 15,29

[18] სექტოლოგია, ტ.1, გვ.449

[19] 1იოანე 4,8

[20] 1ტიმ. 2,4

[21] ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი, თ.11, თ.16,19,23,27,29–30

[22] 1პეტ. 5,8

[23] შრიმად ბჰაგავატამი თ.12 ტ.9 გვ.104–105

[24] ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი, თ.10 ტ.36

[25] იქვე. ტ.36–ის კომენტარი.

[26] შრიმად–ბჰაგავატამი, სიმღერა 1 –ნაწილი მეორე, თ.10 ტ.19–ის კომენტარი

[27] იოანე 8,44

[28] ბჰაგავად–გიტა თ.7 ტ.14

[29] შრიმად–ბჰაგავატამი თ.10 ტ.28 თ.11 ტ.35 თ.14 ტ.30, 31–ის კომ.

[30] სექტოლოგია, ტ.1 გვ.438-439

[31] სექტოლოგია, ტ.1 გვ.417

[32] შრიმად–ბჰაგავატამი თ.15 ტ.8

[33] იქვე. თ.7 ტ.35–39

[34] მარკოზი 3.23,26

[35] იოანე 8,44

[36] შრიმად–ბჰაგავატამი თ.15 ტ.25–26

[37] იქვე. თ.11 ტ.34

[38] შრიმად–ბჰაგავატამი თ.10 ტ.28

[39] იხ. Sparks J. The Mindbenders. Nashville. 1979. P.100

[40] შრიმად–ბჰაგავატამი თ.11 ტ.19  (პრაბჰუპადას კომენტარი იხ. იქვე. 19 ტექსტის ქვეშ)

[41] 1კორ. თ.6,9–10

[42] იხ. სექტოლოგია, ტ.1 გვ.443

[43] а. ч. бхактиведанта свами прабхупада  The Nectar of Devotion, P.230-236

[44] ბჰაგავად–გიტა როგორც ასეთი, თ.2 ტ.20–ის კომ.

[45] სექტოლოგია, ტ.1 გვ.427

[46] The Voice of the Second Generation. Asitis. 1993. April-June №002 P.3

[47] იხ. Жертвы <<Обшества Сознания Кришны>> подали в суд на секту // Прозрение. 2000. №2(5)

[48] Бхагавад-Гита как она есть, текст.37 С.313

[49] სექტოლოგია, ტ.1 გვ.426–427

[50] სექტოლოგია, ტ.1 გვ.462

[51] მკვლელობის ისტორია ამოღებულია გადაცემა „Сектор“–ის ვიდეო კადრებიდან.

მდიდარისა და ლაზარეს იგავი

„კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.  და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.  და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.  ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.  ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ“.[1]

იგავის ადრესატი

         „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“იგავში გადმოცემული ამბავი იწყება ეპიზოდებით ამქვეყნიური ყოველდღიურობიდან და მთავრდება იმქვეყნიური წიაღის წარმოჩენით. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჩვეულებისამებრ ცდილობს, მიწიერი ამბით შეგვამეცნებინოს ზეციური.

განმმარტებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ უფალი ამ იგავს უამბობს ფარისევლებს მას შემდეგ, რაც თავის მოწაფეებს მოუყვა იგავი „ორგულ მნეზე“[2]. წმიდა ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ იგავები და მას მოდევნებული შეგონებები მოისმინეს ფარისევლებმაც და რადგანაც ვერ გულისხმაჰყვეს, შეურაცხ-ჰყოფდეს მას.[3] უფალი იგავის საშუალებით წარმოაჩენს ფარისეველთა დამოკიდებულებას სიმდიდრისადმი, ამჟღავნებს მათ მიჯაჭვულობას ქონებისადმი, განცხრომისადმი და უზრონველობისადმი. ამხელს მათ ფარისევლურ დამოკიდებულებას გვერდით მყოფისადმი  და მათ შეუდრეკელ მყოფობას ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში. უფალი ცდილობს  ცოდვებზე მითითებით აღძრას მათში სინანული და ჭვრეტს რა მათ გაქვავებულ გულებს, უქადაგებს საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ.

იგავი ფარისევლების მიმართ თქმულა, მაგრამ აგერ უკვე 21 საუკუნის განმავლობაში ავსებს მორწმუნეების გულებს და განამტკიცებს მათ მომავალი ცხოვრებისათვის. საკითხავი კი მხოლოდ ერთია: ვხედავთ კი ხსენებულ მდიდარში საკუთარ თავს და ვცდილობთ კი მივბაძოთ ლაზარეს და მის უდრტვინველ მოთმინებას?

სანამ დასმულ კითხვას და კიდევ სხვა მრავალს პასუხს მოვუძებნიდეთ მამათა შრომებში, მანამდე განვიხილოთ კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც იგავის დასაწყისშივე იჩენს ხოლმე თავს: თქმული, იგავია თუ ნამდვილი ამბავი?

იგავი თუ ნამდვილი ამბავი?

         პირველი ქრისტიანი მამები (ირინეოსი, ტერტულიანე) „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავს არ აკუთვნებდნენ უფლისმიერ იგავთა რიცხვს და მას ნამდვილ ამბად მიიჩნევდნენ.[4] დღევანდელობაშიც არიან მამები, რომელნიც ამბობენ რომ უფლის მიერ თქმული არა იგავია, არამედ ნამდვილი ამბავი. ამის პასუხად ადვილი იქნებოდა მამათა სწავლებების მოხმობა (და მოვიხმობთ კიდეც ქვემოთ), მაგრამ საქმე სხვაგვარად არის. მტკიცება იმისა, რომ უფლის მიერ მოთხრობილი ნამდვილი ამბავია, აძლევთ საშუალებას გამოთქვან მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთში იყო (და არის) ადგილი სადაც მიდიოდნენ მართალთა სულები და არ კი იტანჯებოდნენ. ერთ-ერთ ბროშურაში სათაურით „ცხონების შესახებ“ დასმულია ასეთი კითხვა: „თუ არის პრეცენდენტი იმისა, რომ ჯოჯოხეთში იყოს ადამიანი და არ იტანჯებოდეს? შეიძლება თუ არა დაუტანჯაობისა და სასუფეველში ვერ შესვლის მორიგება ისე, რომ არ გაუქმდეს საუფლო განჩინება – უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა?[5] პასუხად კი მოთხრობილია იგავი მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ, როგორც ჩანს ავტორი აყალიბებს აზრს რომ უფლის მიერ ნაამბობ იგავში მოქმედება ჯოჯოხეთში მიმდინარეობს, სადაც უტანჯველ და ნუგეშიან ადგილზე იმყოფებიან აბრაამი და მდიდარი. ასეთივე აზრს ავითარებს  ჩვენი თანამედროვე არქიმანდრიტი, რომელიც წერს: „თუკი ლაზარეს და მდიდრის იგავის მხიედვით ვიმსჯელებთ, ჯოჯოხეთში ისეთი ადგილიც კი არსებობდა, სადაც სულები ოდნავ, მაგრამ მაინც იშვებდნენ და, მიუხედავად ამისა, ეს ადგილიც ჯოჯოხეთი იყო“.[6]

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სწავლება არსობრივად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ამ იგავთან და აბრაამის წიაღთან დაკავშირებით.

აბრაამის წიაღს ქვემოთ ცალკე თავს მივუძღვნით, ახლა კი განვიხილოთ რა იყო და არის მიზეზი ასე ფიქრისა, ძველი და თანამედროვე მამებისა.

იოსებ ფლავიუსი, ქრისტეს შობიდან I საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი, იგავთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ უფალი გვიყვება ანა პირველმღვდელმთავრის ოჯახზე, სადაც ხუთი ძმა იზრდებოდა. ისტორიკოსის თქმით, ეს იყო უმდიდრესი ოჯახი, რომლის წევრები იყვნენ ურწმუნონი… ფლავიუსი იგავში ნახსენებ მდიდარში ასევე განჭვრეტს, ანას სიძეს, კაიაფა მღვდელმთავარსაც.[7] ყოველივე აქედან გამომდინარე განმმარტებელი მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეუძლებელია თვალში არ გვეცეს ის გარემოება, რომ ამ იგავით უფალმა იესო ქრისტემ თავისი მომავალი განმსჯელი მღვდელმთავარი განიკითხა ჯერ კიდევ დიადი დღის დადგომამდე.[8]

ვნახოთ, რას ამბობენ წმიდა მამები ამ ყოველივესთან დაკავშირებით:

წმ. ფოტი პატრიარქი იმოწმებს ევლოგი ალექსანდრიელს, რომელიც ამბობს: „იგავი (ἡ παραβολή ) ამხელს უგულქვავეს მდიდარს, რომლის კარიბჭესთანაც ლაზარე ეგდო“.[9]

პროკოფი ღაზელი აღნიშნავს: „ამას ცხადყოფს, აგრეთვე, იგავი (παραβολή, ლათ. parabola) იმ მდიდრის შესახებ, რომელმაც აბრაამის წიაღში იხილა ლაზარე“[10]

იგავს ანუ პარაბოლას უწოდებენ აღნიშნულ თხრობას წმ. იოანე ოქროპირი, წმ.თეოდორიტე კვირელი და სხვა მამები.  საყურადღებოა წმიდა კირილე ალექსანდრიელის ერთი სწავლება, რაც მან წარმოადგინა ანთროპომორფისტთა სახელით ცნობილი ერეტიკოსების მიერ გავრცელებული იმ ცრუსწავლების უარსაყოფად, თითქოს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი დასრულებული სინამდვილეა (და არა იგავი) და თითქოს მდიდარსაც და ლაზარესაც უკვე მიცემული აქვთ საბოლოო საუფლო მისაგებელი. წმ. კირილე, კერძოდ, გვმოძღვრავს: „საღვთო წერილი ამბობს, რომ განკითხვა იქნება მკვდართა აღდგინების შემდეგ, ხოლო აღდგინება ისე არ იქნება, თუ კვლავ არ მოვა ციდან ქრისტე მამისეულ დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად… ამიტომ, რადგან ჯერ არ ჩამოსულა ციდან ყოველთა მსაჯული, არც მკვდართა აღდგომა მომხდარა. მაშ, როგორღა არაა უსაფუძვლო იმის ფიქრი, რომ ვიღაცეებზე უკვე არსრულდა უკეთურ თუ კეთილ საქმეთა მისაგებელი? შესაბამისად, რაც ქრისტეს მიერ ითქვა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, ესაა იგავის გვარი (παραβολῆς τρόπος; ლათ. similitudinis ratio) , ხელოვნად განსახოვნებული (ἀστείως ἐσχηματισμένος; ლათ. eleganter expressa) . როგორც ებრაელთა გადმოცემა ამბობს… იმ დროს იერუსალემში არსებობდა ვიღაც ლაზარე, რომელიც ავადმყოფობდა უკიდურეს სიგლახაკესა და უძლურებაში… რომელსაც უფალი ნიმუშად იღებს (εἰς παράδειγμα λαμβάνοντα; ლათ. in exemplum proponens) , რათა უფრო აშკარათ გააცხადოს სათქმელი. ასე რომ, რადგან ჯერ არ მოსულა ყოველთა მაცხოვარი და არც არავისთვის განუკუთვნებია მისაგებელი, ამიტომ, იგავით როგორც ხატით, აღწერილია (ὡς ἐν εἰκόνι τῇ παραβολῇ γέγραπταὶ; ლათ. veluti in imagine per parapolam descriptur) , ერთი მხრივ, მდიდარი, რომელიც განცხრომაშია და უმოწყალო, მეორე მხრივ კი – ღარიბი, რომელიც უძლურებაშია, რათა იცოდნენ მათ, რომლებსაც სიმდიდრე აქვთ ამქვეყნად, რომ თუ ისინი არ მოისურვებენ იყონ გულკეთილნი და შეეწიონ ღარიბებს, საშინელ და გარდაუვალ მსჯავრს მიეცემიან.[11]

როგორც ვხედავთ, თხრობა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არის „იგავი“, „ნიმუში“, „ხატი“, რაც არსებითად სამომავლოს გვამცნობს და არავითარ შემთხვევაში არ არის ნამდვილი ამბავი.

მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს სახეები იგავში

(მოკლე მიმოხილვა)

ამაზე ბევრი თქმულა მამათა მიერ ჩვენდა დასამოძღვრად, ამიტომ აქ მოკლედ მიმოვიხილავთ იმ დაპირისპირებებს რასაც მაცხოვარი ჩუენი წარმოგვიდგენს იგავში და რასაც ჩვენ გარშემოც ხშირად ვხედავთ ყოველდღიურობაში.

იგავში არ ჩანს საიდან აქვს მდიდარს მოპოვებული ქონება, უკეთურებით დააგროვა მან საგანძური თუ არა, არც ის სჩანს, რომ თავისი შრომით ჰქონდეს მოპოვებული, არამედ უბრალოდ „კაცი ვინმე იყო მდიდარი“. წმიდა მამათა სწავლებით ადამიანს სიმდიდრე ებოძება ღვთისაგან და მისი საზრუნავი ამ სიმდიდრის კარგად განკარგვა უნდა იყოს, რაც გლახაკთა მიმართ მზრუნველობაში უნდა გამოიხატოს. ხსენებული მდიდარი კი საერთოდ არც კი ფიქრობს ვინმეს დახმარებაზე, არამედ ყოველ დღეს ჭამა-სმაში ატარებს და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, არც გლახაკი და არც ღვთის სამართალი, ძვირფასადაც იმოსება იმ პერიოდისათვის არსებულს საუკეთესოს იცვამს. მის უდარდელობაზე და უგუნურებაზე თუ როგორ მივიდა იგი ამ მდგომარეობამდე, თუ რამ გადააწყვეტინა ასე ცხოვრება, წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს: „მისმა უმეცრებამ და განყვნილებამ! ჭამისა და სმისა და ლხინის სიყვარულმან!“.[12] გლახაკ ლაზარეს რაც შეეხება, ის ერთი უბრალო უქონელი კაცია, რომელიც  მდიდრის კართან წამოწოლილა და არც ოცნებობს მდიდარმა რამე გაიმეტოს მისთვის, არამედ მისი სუფრის მონარჩენიდან თუ მაინც შეხვდება რაიმე ამითაც კმაყოფილი იქნება და შიმშილის გრძნობას მოიკლავს, ის იმ დონის უპოვარებაშია, რომ დაწყლულებულ სხეულს ძაღლები ულოკავენ, მას კი არ ძალუძს მოიგერიოს და ასე უბრალოდ, უდრტვინველად იტანს ყოველივეს და წევს  მდიდრის კართან. აღსანიშნავია, რომ უფალი არ ახსენებს მდიდარის სახელს, გლახაკისას კი ახსენებს და ამით გვამცნობს მის აღმატებულებაზე, გვამცნობს სახელს, რომელიც, გავა ხანი და  ცოცხალთა წიგნში ჩაიწერება, სული კი უფალთან სასუფეველში განისვენებს, მამათა მიერ აბრაამის წიაღად წოდებულში.

გარდაცვალება

(ასევე თანამედროვე „შიკვდილისშემდგომ“ გამოცდილებათა მიმოხილვა და სხვადასხვა სწავლება სულის სიკვდილისშემდგომი მყოფობის შესახებ)

         სანამ ლაზარესა და მდიდრის გარდაცვალებაზე ვიტყოდეთ რამეს, მანამდე მოკლედ შევეხოთ დღევანდელობაში არსებულ ცრუსწავლებებს სიკვდილისშემდგომი სულის მდგომარეობის შესახებ. სახარების ნათლით ჩამოვგლიჯოთ ნიღაბი დღეს გაბატონებულ ცრუ მოძღვრებებს.

მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს მიძღვნილი წიგნი „სული გარდაცვალების შემდეგ“, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები და გამოკითხვები, რომელნიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა მდგომარეობაში იმყოფება სული სხეულიდან გასვლის შემდეგ, ისინი ძირითადად მიმართავდნენ ე.წ. „კლინიკური სიკვდილის“ განმცდელ და გამომვლელ პიროვნებებს, იწერდნენ მათ მონაყოლს და ადარებდნენ ერთმანეთს. ასევე დოქტორი მუდი საკუთარ თავზე ატარებდა სხვადასხვა ოკულტური წარმოშობის ცდებს „ასტრალში“ გასასვლელად. საინტერესოა, რომ ზემო ხსენებული პიროვნებები ჰყვებოდნენ თუ როგორ წარმოუდგათ მათ მანათობელი არსება (წრე), რომელიც ესაუბრებოდა მათ, არ იშურებდა „იუმორსაც“ და რაც ყველაზე მთავარია ყოველი მათგანი ამბობდა, რომ მასთან კარგად გრძნობდა თავს და სურდა უკან დაბრუნება.

ზოგნი თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს და ნათესავებს ხედავდნენ, ზოგიც სხვადასხვანაირად ხატავდნენ იმ ადგილებს სადაც იმყოფებოდნენ ამ დროის განმავლობაში.[13]

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არცერთი მათგანი არ ამბობდა არაფერს ტანჯვის შესახებ, არამედ სიკვდილს ნეტარებადაც კი რაცხდნენ, რადგან თავიანთი ცრუ წარმოდგენებით სჯეროდათ, რომ ყოველი იმ ქვეყნად წასული სული გარკვეულწილად ნეტარებაში იქნება და თავგამოდებით ამტკიცებდნენ – იქ არავითარი ტანჯვა არ არის!

უგუნურნო, ხორცშესხმულ ღმრთის სიტყვას უსმინეთ: „მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.  და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა…“[14]

საინტერესოა დღევანდელობაში არსებული მეორე შეხედულებაც, რომლის გავრცელებასაც ასე ლამობენ ე.წ. „რასელისტები“. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ კვდება მისი სულიც და მეორედ მოსვლისას მას ღმერთი აღადგენს. თითქოს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ საერთო მაინც ერთი აქვთ: არაფრით ჩამოუვარდებიან ერთმანეთს სიცრუეში!!!

უგუნურნო, წმიდა ეფრემს უსმინეთ: „არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი [მამანი], რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან“[15] და თუ არ იკმართ მაშ ვნახოდ რას გვეუბნევა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის იგავში, რას გვასწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.[16]

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანის გაედაცვალებისას, მისი სული გამოეყოფა სხეულს, გაივლის საზვერეებს და წარსდგება პირად სამსჯავროზე, სადაც უფალი განუკუთვნებს მას ადგილს სასუფეველსა ან ჯოჯოხეთში მეორედ მოსვლამდე. მამათა ცხოვრებაში ხშირათაა მოთხრობილი თუ როგორ გადიან წმიდა კაცთა სულები საზვერეების გვერდის ავლით (წმ. სისოი დიდი) და პირდაპირ უფალთან მკვიდრდებიან, ასევე ბოროტ ადამიანთა სულნი პირდაპირ ჯოჯოხეთად დაეშვებიან.

უფალი გარდაცვალების შესახებ ამ სწავლებას ნათლად წარმოგვიჩენს მდიდრისა და გლახაკი ლაზარეს იგავით. ლაზარე გარდაიცვალა და უფლის ანგელოზთა მიერ მიყვანებულ იქნა „წიაღთა აბრაჰამისათა“ ანუ სასუფეველში, მდიდარიც გარდაიცვალა და „ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა“. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ უფლის ის უდიდესი გულმოწყალება, რომელიც მდიდრის მიმართ გამოიჩინა. ჯერ გარდაიცვალა ლაზარე და უფლის მადლით ცხონდა, ხოლო მდიდარს კიდევ მიეცა დრო და მიზეზი (ლაზარეს გარდაცვალება) თუნდაც წამით დაფიქრებულიყო სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე, მაგრამ არ ისურვა, გააგრძელა ჩვეული ცხოვრება და როგორც ყოველი დაბადებული ისიც მოკვდა. აქაც უნდა აღინიშნოს უფლის განუსაზღვრელი სიყვარული, ნახა რა, რომ არ ფიქრობდა და არ სურდა მოქცევა მდიდარს, უფალმა გაიყვანა იგი ამა სოფლიდან, რათა უფრო არ წარეწყმიდა თავისი სული და მეტ სატანჯველს არ მისცემოდა. ხშირად ისმება კითხვა: რატომ უწოდებს უფალი სასუფეველს „აბრაამის წიაღს“, მამათა აზრით, ებრაელთათვის და იქ მდგომთათვის ვინც ამ იგავს ისმენდა, განსვენებისა და ნეტარების ადგილად სწორედ აბრაამის წიაღი ითვლებოდა გამოსყიდვამდე. ასევე სათქმელია ისიც თუ რისთვის ცხონდა ლაზარე? მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო წერს: „ერთიანად დაჩირქებულ-დაწყლულებული ჰქონდა სხეული, მსგავსად კეთროვანისა. მიუხედავად ასეთი მძიმე სატანჯველისა, მის სახეზე არ ჩანდა დამწუხრების, სასოწარკვეთის კვალი თავისი ამგვარი მძიმე ხვედრის გამო, და არც შური სხვათა კეთილი ხვედრის მიმართ; მის ბაგეთაგან არ გაისმის სულ მცირე უკმაყოფილება და დრტვინვაც კი, უმცირესი დაჩივლებაც კი ადამიანთა სისასტიკის გამო; იგი ღმერთის ხელს შიგრძნობს საკუთარ თავზე დამდაბლად ემოღცილება მისი მარჯვენის ზემოქმედებას; თავის წინაშე იგი მარადიულობას ხედავს… დავერაფერი შეარყევს მისი სულის სიმტკიცეს.[17] აი ღვაწლი ლაზარესი, იგი მინდობილია უფალს და მოთმინებით ზიდავს თავის ჯვარს.

აბრაამის წიაღი

         ამჯერად, შევეხოთ იმას, თუ სიკვდილის შემდეგ კონკრეტულად სად მკვიდრდება ლაზარე, სად სუფევს უფლის მიერ ხსენებული „აბრაამის წიაღი“, რამეთუ ეს ხდება ხოლმე განსჯის საგანი, მამები ამბობენ, რომ უფალი აქ სასუფეველს გულისხმობს, ხოლო ზოგნი ატკიცებენ, რომ აბრაამის წიაღი არის ჯოჯოხეთში, ადგილი, მდგომარეობა სადაც სული არ განიცდის ტანჯვას… ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

ყველაზე ვრცლად აღნიშნულ საკითხს ეხება წმ. იოანე ოქროპირი თავის მრავალრიცხოვან შრომებში. მოვიტანთ ყველაზე უფრო საგულისხმო ციტატებს, რაც ორაზროვნების ნიშანწყალსაც კი არ უტოვებს თანამედროვე ამაოდმბრძნობთ.

ეპიტიმეზისი განდგომილთა წინააღმდეგ:

“ის ლაზარე, რომელიც ყველაზე გლახაკი იყო ამ ქვეყნად, ყველაზე მდიდარი იყო ცათა შინა (ἐν τοῖς οὐρανοῖς )” …

“მათ მიმართ, რომლებიც ბრკოლდებიან მომხდარ უბედურებათა გამო…”:

“ნუთუ სნეულება ცუდია? მაშ, საიდანღა დაედგა ლაზარეს გვირგვინი (ἐστεφανώθη)?”

დიაკონისა ოლიმპიადასადმი, მესამე ეპისტოლე:

“მხოლოდღა უძლურების შედეგად ლაზარეც იმავე ხვედრს (λήξεως) ეზიარა (ἐκοινώνησε), რასაც მამათმთავარი”.

ოლიმპიადასადმი, ეპისტოლე მეოთხე:

“თუმცა მრავალგზის მითქვამს ეს შენთვის, მაგრამ არაფერი მაბრკოლებს ახლაც გითხრა, რომ სხეულის უძლურება ლაზარესთვისაც საკმარისი აღმოჩნდა საცხონებლად (ἤρκεσε εἰς σωτηρίαν; ad salutem satis fuit)”

ანტიოქიური ჰომილიები, III:

“რას ნიშნავს დღეს წაკითხული სიტყვები: “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრებს ამცნო მან, რომ ნუ გაამპარტავნდებიან”[18]? როდესაც პავლე მოციქულმა თქვა “ამჟამინდელი საუკუნის მდიდრები”, ის გააცხადა, რომ არიან სხვა მდიდრებიც სამერმისო საუკუნისა, როგორც ის ლაზარე, რომელიც ამჟამინდელ ცხოვრებაში ღარიბი იყო, მაგრამ სამერმისოშიმდიდარი ( πλούσιος), თუმცა არა ოქროთი, არა ვერცხლით, არა სხვა რამ ამგვარად ხრწნადი და წარმავალი სიმდიდრის ნივთით, არამედ – იქაური დაფარული სიკეთეებით (τοῖς ἀποῤῥήτοις ἐκείνοις ἀγαθοῖς), რაც “არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია, არც ადამიანის გულამდე მისულა”.[19]

გარდა წმ. იოანე ოქროპირისა, ამავე სწავლებას გადმოგვცემენ სხვა მამებიც. მაგალითად:

წმ. ეფრემ ასური თავის “მეშვიდე ჰიმნში სამოთხის შესახებ” გვაუწყებს:

სამოთხეში, ვხედავ, იშვებს (სიტყვ. “ძოვს”) ლაზარე (შდრ. სირიულის ფრანგ. თარგ.: “dans le Paradis Je voiepaître Lazare”, Sources Chrétiennes t. 137, p. 108).

წმ. ეპიფანე კვიპრელი, გმობს რა გნოსტიკოსთა ცრუ მოძღვრებას ძველი აღთქმის პატრიარქების თითქოსდა არაღვთიურობის შესახებ, იშველიებს სწორედ მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას და, თანამედროვე ამაოდმბრძნობთა გასაგონადაც, გარკვევით ბრძანებს:

აჰა, ცოცხალთა, ნეტართა და მოსვენების მემკვიდრეობაში მყოფთა შორის შეირაცხა უფლის მიერ აბრაამი, და ლაზარეც ღირსიჩინა მის წიაღთა შინა (ἰδοὺ καὶ, ἐν ζῶσι καὶ μακαριζομένοις καὶ ἐν κληρονομία ἀναπαύσεως ὁ ‘Αβραὰμ ὑπὸ τοῦ Κυρίου ἐγκατελέχθη, καὶ Λάζαρος ἐν κόλποις αὐτοῦ χατηξίωται)”

ამასვე გვასწავლის წმ. კირილე ალექსანდრიელი:

“მართალნი – სამოთხეში, ცოდვილნი კი – უშრეტ ცეცხლში; მართალნი განსცხრებიან, ცოდვილნი დაიტანჯებიან…მართალნიაბრაამის წიაღთა შინა, ცოდვილნი – ბელიარის მხურვალებაში, მართალნი – მოსვენებაში, ცოდვილნი – სასჯელში”.

წმ. სოფრონ იერუსალიმელი ასე ევედრებოდა უფალს:

გევედრები, ღარიბ ლაზარესთან დამაწესე (ἰκετεύω σύνταξον Λαζάρῳ πένητι) და მიხსენი ალისგან და უშრეტი ცეცხლისგან”.

რაც შეეხება “აბრაამის წიაღს”, თეოფილაქტე ასე განმარტავს მას:

წიაღნი აბრაამისნიესაა იმ სიკეთეთა გარშემოწერილობა, რაც დაუნჯებულია მართალთათვის, რომლებიც ღელვის შემდეგ ციურ ნავსაყუდელთ (Λιμένας ορανίους ) მიეახლნენ .

ასევე, წმ. დიონისე არეოპაგელი აღნიშნავს (მოგვაქვს წმ. ეფრემ მცირის თარგმანი):

“…დააწესოს იგი (“შესუენებული”) სოფელსა და ნათელსა ცხოვნებულთასა წიაღთა აბრაჰამ, ისაკ და იაკობისთა” .

ცოტა ქვემოთ დიდი მღვდელთმთავარი ასე განმარტავს “მამათმთავართა წიაღს”:

“ხოლო წიაღნეტართა მამათმთავართა და სხუათაცა ყოველთა წმიდათა არიან საღმრთონი და სანატრელნი იგი განსასუენებელნი სავანენი, რომელნიიგი ღმრთისსახეობით შეიწყნარებენ ყოველთა მათ შინაითა მით დაუბერებელითა და ნეტარითა სრულებითა.

ვფიქრობთ, ზემომოტანილი წყაროები შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ იგავში ხსენებული ღარიბი ლაზარე გარდაცვალების შემდეგ სრულიად უეჭველად სასუფეველში მკვიდრდება, რასაც განასახიერებსაბრაამის წიაღიდა რაც ჯოჯოხეთისგან უფსკრულითაა გამიჯნული.[20]

 

დიალოგი მდიდარსა და აბრაამს შორის

         აღიხილაო მდიდარმა თვალი და იხილა ლაზარე აბრაამის წიაღად მყოფი და მიმართა აბრაამს, სთხოვდა გამოეგზავნა ლაზარე რათა ერთი წვეთი წყლით მაინც გაეგრილებინა მისთვის ენა. მართალმა აბრაამმა კი მიუგო რომ ეს შეუძლებელი იყო მათ შორის არსებული „დანახეთქის“ (უფსკრულის) გამო (ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ლაზარესა და მდიდრის მყოფობის გამიჯნულობას). ასევე აბრაამმა გაახსენა, რომ მან უკვე მიიღო კეთილი თავის სიცოცხლეშივე, ხოლო ლაზარე იტანჯებოდა სიცოცხლეში და ეხლა კი ღირსია განისვენოს. მაშინ მდიდარი თხოვს აბრაამს, მიავლინოს ლაზარე მასთან სახლში, რადგან ხუთი ძმა ყავს და არ სურს, რომ იგინიც მასავით დაიტანჯნონ. ზოგნი ამბობენ მდიდარს სატანჯველმა სინანულის გრძნობა გაუღვიძაო და ამიტომაც ევედრებაო ლაზარეს მივლინებას თავის ძმებთან, მაგრამ მე ასე არ მგონია… ჯერ ერთი, რომ რაჟამს აღიხილავს თვალს და იხილავს ლაზარეს, როგორც ჩვეული იყო მას ყურადღებას არ აქცევს და მიმართავს აბრაამს, მეორეც ის, რომ რადგან ვერ მიიღო ენის გაგრილება, ჩემი აზრით, შურს ლაზარესი და სწორედ ამის გამო სთხოვს აბრაამს მის მივლინებას თავის ძმებთან. სამწუხაროა, მაგრამ მდიდარი არათუ შეწყალებას ითხოვს, არამედ ჩვეულებისამებრ „ენის გაგრილება“ სურს. ტანჯვამაც ვერაფერი შემატა მდიდარს, ვერ მოვიდა სინანულში და ენაც რომ ვერ გაიგრილა უფრო მეტი სურით აღივსო ლაზარეს მიმართ. მაშინ მართალი აბრაამი განუმარტავს მას, რომ შეუძლებელია ვინმეს უკან დაბრუნება და ჰყვანან მათ მოსე და წინასწარმეტყველნი და მათი უნდა ისმინონ რათა ცხონდნენ და საუკუნო სატანჯველს არ მიეცნენ. მდიდარმა კი იცის არ მოისმენენ მისი ძმები რჯულის შეგონებას, განა თვითონაც არ წაუყრუებდა ხოლმე ღვთის ძახილს გამოგვიძებულიყო? იცის ეს მდიდარმა და დაჟინებით თხოვს მიავლინოს ლაზარე მათთან. აგერ უკვე ორჯერ ითხოვა ლაზარეს მივლინება, მაინც არ შეცვლილა ლაზარეში იგი მაინც მონასა ხედავს, რომელმაც მისი სურვილები უნდა აღასრულოს.

არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ

         მოუწოდებს აბრაამი, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველების ისმინონ და ამით შეძლონ მათ ცხონება. რჯული და წინასწარმეტყველი კი ქრისტეზე მიუთითებდნენ და ამ რჯულში უნდა ეპოვნა ებრაელ ხალხს ხსნა, უნდა შეეცნო ის სიდიადე სწავლებისა, ის აღთქმული, რომელიც მათ თვალწინ იყო და უამბობდა ამ იგავს, მაგრამ არ ისმინეს. მდიდარში და მის ძმებში შეიძლება  ის ებრაელი ერი დავინახოთ, რომელთაც გააუფასურეს რჯული და საკუთარ შეხედულებებს მოარგეს.

ვგონებ, აქ უფალი წინასწარმეტყველებს საკუთარ აღდგომასაც და მის შემგომ განვითარებულ მოვლენებს. რამეთუ ერმა, რომელმაც არ ისმინა რჯულისა და არ მიიღო ქრისტე, არც მისი აღდგომის იწამა  და ბნელში დარჩენა არჩია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ახალი აღთქუმაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, თბილისი 2009წ.
  • ახალი აღთქმის კომენტარები ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა, I-II ნაწილი, თბილისი 1992 წ.
  • მცხეთური ხელნაწერი (დანიელის, მცირე წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის წიგნები), თბილისი „მეცნიერება“ 1986წ.
  • ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, I – II ტომი, ქუთაისი 1913წ.
  • საკვირაო სახარებათა განმარტება, მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო, ფოთის ეპარქიის გამოცემა, თბილისი 2001წ.
  • უდაბნოს მრავალთავი,(ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, თბილისი 1994 წ.
  • სული გარდაცვალების შემდეგ –  მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
  • მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში – ედიშერ ჭელიძე, გამომცემლობა „საეკლესიო სიწმინდენი“, თბილისი 2004 წ.
  • იგავნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, წიგნი 3, თბილისი 2008 წ.

 


[1]  ლუკა 16,19-31, მცხეთური ხელნაწერი, 1986წ. გვ.243-244

[2] ლუკა 16, 1-8

[3] ლუკა 16, 14

[4] იგავნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი 3, გვ.53

[5] ედიშერ ჭელიძე – მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, დანართი №4, მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ეკლესიის მამათა მიერ, გვ.328

[6] იხ. იქვე გვ.329

[7] იგავნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი 3, გვ.53

[8] საკვირაო სახარებათა განმარტება – მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო, გვ.302

[9] ედიშერ ჭელიძე – მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, დანართი №4, მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ეკლესიის მამათა მიერ, გვ.330

[10] იხ. იქვე გვ.330

[11] იხ. იქვე გვ.331

[12] ქადაგებანი იმერეთი ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტომი II, სიტყვა ოცდამეორესა კვირიაკესა ზედა, გვ.208-209

[13] მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი – „სული გარდაცვალების შემდეგ“

[14] ლუკა 16 , 22-23

[15] უდაბნოს მრავალთავი, ეფრემის თქმული შესუენებულთათვის, გვ.106

[16] ლუკა 16, 22

[17] მღვ. გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაოთა სახარებათა განმარტება, გვ. 305-306

[18] 1 ტიმ, 6,17

[19] 1კორ. 2,9

[20] ედიშერ ჭელიძე – მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში, დანართი №4, მდიდრისა და ლაზარეს იგავის განმარტება ეკლესიის მამათა მიერ, გვ. 332-339

ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებ

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებanton3

  დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა – არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა, ვიდრე მღვდილისთვის, რადგან სასულიერო პირს ყრმა სხვაგვარად უსმენს. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია სასულიერო პირისთვის ბავშვების აღზრდით დაკავდეს, რადგან მას სხვა მრავალი ვალდებულება აკისრია.

ქრისტიანად ჩამოყალიბებამდე ადამიანი უნდა იყოს უბრალოდ ადამიანი. მათეს სახარების 25-ე თავში, ცხვრებისა და თიკნების შესახებ იგავში საკითხი ნათლად არის დაყენებული: იყავი თუ არა ადამიანური, გაიზარდე თუ არა ნამდვილი ადამიანის დარად? მხოლოდ მაშინ შეძლებ აღმოცენდე უფალთან თანაზიარობაში. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიმართლე, ერთგულება, სიმამაცე, ის თვისებები, რომლებიც მისგან ჭეშმარიტ ადამიანს გამოძერწავენ და, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა და სიყვარული.

რაც შეეხება რწმენას, ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი – მას უნდა მივაწოდოთ არა ფორმალური ცოდნა, არამედ შევძლოთ, დავანახოთ ის ცეცხლი, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა, რათა მთელი დედამიწა ან, ყოველ მვმთხვევაში, ყოველი მორწმუნე გამხდარიყო შეუწველი მაყვალი, რომელიც იწვის, არის სინათლე, სითბო, შთაგონება სხვა ადამიანებისთვის. ამისთვის კი საჭიროა, ყრმას თავისი ცხოვრებისეული მაგალითით შევაცნობინოთ ცოცხალი ღმერთი. სულიერი მოძღვარი მეუბნებოდა: „არავის ძალუძს განერიდოს ქვეყნიერებას და მიეახლოს მარადისობას, თუ ერთი ადამიანის თვალებში მაინც ვერ დაინახავს მარადიული ცხოვრების ნათებას…“ ამ ყველაფრის მიწოდებაა საჭირო: ცოცხალი ღმერთის, ცოცხალი რწმენის, სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა.151

ნამდვილად არ ვარ აღფრთოვანებული, როცა ბავშვებს მეთოდურად ასწავლიან, როგორ მიედინებოდა, მაგალითად იესო ქრისტეს ცხოვრება. ბავშვებს სჭირდებათ არა ცოდნა როგორც ასეთი, არამედ ის, რაც იოლად მივა მათთან. მათთვის საჭიროა ცოცხალი კონტაქტი, რომელიც სულს აათრთოლებს და შთააგონებს. საჭიროა ისტორია არა როგორც ისტორია. დაე ამბები იყოს დაშორიშორებული – თავის დროზე ისინი აუცილებლად დაიმკვიდრებენ თავის ადგილს. დასაფასებელია, რომ ხშირად ბავშვებმა მეტი იციან უფლისა და საღვთო საიდუმლოებების შესახებ, ვიდრე მათმა მშობლებმა, რომლებმაც უნდა გაითავისონ, რომ არ შეუშალონ ხელი ამ ცოდნას, არ გადააქციონ ბუნებითი ცოდნა გონებრივ კატეხიზასად. არანაირად არ მინდა ჩირქი მოვცხო კატეხიზისს, უბრალოდ ხშირად ბავშვმა იცის – მას კი აძალებენ ფორმულირება მოახდინოს. როგორც კი ამ შინაგან ცოდნას უგულებელჰყოფენ და რაიმე ფრაზის დაზუთხვას აიძულებენ, იმ მომენტიდან იწყებს კვდომას ყველაფერი.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ სახარებისეული ფაქტების უბრალოდ ცოდნა სარგებლის მომტანი არ არის. ცხადია, როცა ვინმე გიყვარს, ისიც გაინტერესებს, თავს რა გადახდა, მაგრამ ჯერ უნდა შეიყვარო, მერე კი ფაქტები შეაგროვო. პარიზში, რუსულ გიმნაზიაში ჩატარებული საღვთო სჯულის ლექციები მახსენდება: ბავშვებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უამბობდნენ, შემდეგ კი სავალდებულო იყო ტროპარისა ან სახარებიდან რაიმე ამონარიდის დასწავლა. ეს ყველაფერი „უნდა“ გაკეთებულიყო, ამაში იწერებოდა ნიშნები, არითმეტიკისა და ბუნებისმეტყველების მსგავსად. ეს მეთოდი ღუპავდა ცოცხალ აღქმას. აქვს კი რაიმე მნიშვნელობა რომელი თანამიმდევრობით რა მოხდა?

მეორე მხრივ, სახარებისეული ფაქტები თუ ამბები ისეთი ინტერესითა და სილამაზითაა აღსავსე, რომ თუ მიზნად დავისახავთ არა დაზეპირებას, არამედ ბავშვების ამ სასწაულთან ზიარებას, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს.

პირადად მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა. ამიტომ არ ვიცი, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით გაიზარდოს. ამიტომაა, რომ პატარა ბავშვების აღზრდას ხელს არ ვკიდებ, ამას ვიწყებ პერიოდიდან, როდესაც მათთან მსჯელობაა უკვე შესაძლებელი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ბავშვზე უნდა ვილოცოთ. ორსული ქალი აუცილებლად უნდა ლოცულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა ვილოცოთ. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც მიაღწევს არა ყველა, არამედ იმ კონკრეტულ ბავშვის გულამდე. რითი არსებობს, რა გზით შეუძლია ღმერთთან საუბარი – ეს მხოლოდ მშობლებმა იციან, რადგან კარგად უწყიან, როგორ საუბრობს ბავშვი მათთან. ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას. მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა, გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით). ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელოდება, მაგრამ მას არ აცმევენ. იკითხა: „მე?“ მამამ კი უპასუხა: „შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, რომ ეკლესიაში არაფერი გესაქმება! ასეთი ქცევა არ შეეფერება ქრისტიანს. ახლა კი იჯექი სახლში…“

1256400392_5d96e5d61b8cჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით; ვაძალებთ: „წამოდი, წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს…“ საბოლოოდ, უფალთან შეყრა გადაიქცევა ხოლმე ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალიან უსიამოვნო კარიკატურად. თავიდან ბავშვს შთააგონებენ, რა საშინელი და საშიში იქნება მისთვის ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან შვიდი წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, გამომდინარე იქიდან, მიაღწიეს თუ არა იმ ასაკს, როდესაც საკუთარი ქმედებების შეფასება შეუძლიათ. ხანდახან ბავშვს საკუთარი შეცოდებების გრძელი ჩამონათვალი მოაქვს. არადა ცოდვები დედიკომ ჩამოუწერა, თან ისეთები, თვითონ რომ აღიზიანებს. ბავშვი კი კითხვაზე – „შენ ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?“ – შემოგხედავს და გიპასუხებს – არას. „და რატომ ამბობ აღსარებაში?“ – „დედამ მითხრა“…

სწორედ ეს, ჩემი აზრით, არ უნდა გავაკეთოთ. ისეთ მომენტს უნდა დაველოდოთ, როცა ბავშვს უკვე გააჩნია რაიმე სახის ზნეობრივი წარმოდგენები. პირველ აღსარებაზე არ ვსვამ კითხვას, რა რაოდენობით, რითი და როგორ შესცოდა. (ჩემი თავი მისაბაძ მაგალითად კი არ მომყავს, უბრალოდ გიამბობთ საკუთარ გამოცდილებას). დაახლოებით ასე მივმართავ: „აი, შენ უკვე დიდი ბიჭი გახდი (ან დიდი გოგო). ქრისტე ყოველთვის შენი ერთგული მეგობარი იყო, უბრალოდ ადრე შენ ამას აღიქვამდი, როგორც ბუნებრივსა და დამსახურებულ ამბავს. ახლა როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწიე, შეგიძლია, შენი მხრივ, გახდე ერთგული მეგობარი. რა იცი ქრისტეს შესახებ, რა გიზიდავს მასში?… „ბავშვი სხვადასხვა ვარიანტებს ჩამოთვლის ხოლმე, თუ რა მოსწონს ან რა აღელვებს. მე ვპასუხობ: „ესე იგი შენ უგებ მას, გიყვარს და შეგიძლია, ისეთივე ერთგული და ლოალური იყო, როგორც შენი სკოლის მეგობრების ან მშობლების მიმართ. შეგიძლია, მოძებნო ხერხი მის გასახარებლად. რითი შეგიძლია სიხარული მიანიჭო? არსებობს ისეთი ქმედებებიც, რომლებიც მისთვის მტკივნეული იქნება…“ ბავშვები ხშირად თვითონვე ამბობენ რაღაცას, თუმცა შესაძლებელია უკარნახო მაგალითად – „შენ ცრუობ? თამაშებში იტყუები?…“ ამ სტადიაზე არასდროს ვეხები მშობლების დაჯერების თემას, რადგან ამ ხერხს ისინი ხშირად იყენებენ. ბავშვის დასამონებლად ღმერთს იშველიებენ, როგორც უკიდურეს ძალას, რომელიც ამ უკანასკნელზე გავლენას მოახდენს. ვცდილობ, ბავშვებმა მშობელთა მოთხოვნები და პირადი მიმართება ღვთისადმი ერთმანეთში არ აურიონ. შესაძლებელია სხვადასხვაგვარი საკითხების შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, როგორია ეს ბავშვი და დაახლოებით ასეთი მიმართვა: „აი, ყოჩაღ! გაახარე უფალი იმით, რომ ამა თუ იმ ცუდ საქციელს აღარ გაიმეორებ, ან ეცდები, არ გაიმეორო და თუ მაინც შეცდები, მაშინ მოინანიე და თქვი: „უფალო, მომიტევე! ვერ გამოვიჩინე სათანადო მეგობრობა, მოდი შევრიგდეთ!…“ და მიდი აღსარებაზე, რომ მოძღვარმა გითხრას: „რადგან ნანობ, უფლის სახელით შემიძლია მოგმართო, რომ ის გპატიობს. მაგრამ დაფიქრდი, რა დასანანია, რომ ასეთი ლამაზი მეგობრობა გაიბზარა…“

ბავშვის მარხვა გონივრულად უნდა წარვმართოთ, რომელიც უაზრო ტანჯვად კი არ გადაიქცევა, არამედ ექნება აღმზრდელობითი დატვირთვა. უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მარხვის რაიმე ზნეობრივი მიღწევით დაწყება. უნდა შევთავაზოთ არა საკვების, არამედ მისი სისუსტეების შეზღუდვა. ბავშვი მარხვის დროს ამა თუ იმ უარყოფითი მიდრეკილებების დამარცხებით, საკუთარ თავზე დაუფლებით, თავდადებას უნდა ამტკიცებდეს ღვთისადმი. მარხვის გართულება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ბავშვის შესაძლებლობების მიხედვით. ნათელია, რომ არაა აუცილებელი ხორცის ჭამა. ვეგეტარიანელები არ ეკარებიან ხორცს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრობენ და იზრდებიან. მცდარია აზრი, რომ ბავშვს ხორცის გარეშე არ შეუძლია, მაგრამ აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებაც.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 38, 2008 წ.

აბორტის შესახებ

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

(წიგნიდან: „ადამიანის ღვთის წინაშე“)metropolitan-anthony-bloom-of-sourozh_d0b0d0bdd182d0bed0bdd0b8d0b9-d0bcd0b8d182d180d0bed0bfd0bed0bbd0b8d182-d181d183d180d0bed0b6d181d0bad0b8d0b9

საკითხი აბორტის დაშვებულობის შესახებ მეტყველებს ადამიანის, საერთოდ კაცობრიობის განსაცვიფრებელ უგრძნობელობაზე ადამიანის სიცოცხლის მიმართ. საზარელია ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთდროულად საუბრობენ ადამიანთა სიცოცხლის სიწმინდეზე და იქვე ნებას რთავენ და აკანონებენ აბორტს. მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც აბორტი დაკანონებულია, არავის, დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული ჩვეულებრივი მოქალაქით, არა აქვს უფლება თქვას, რომ ადმაიანის სიცოცხლე სიწმინდეა, რადგანაც აბორტი მკვლელობაა.

იმის თქმა, რომ აბორტი შესაძლებელია გაკეთდეს რაღაც მომენტში მანამდე, სანამ ჩანასახი უკვე ხილულად მიიღებს ბავშვის სახეს, ასევე არ არის მდგომარეობიდან გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში, მორწმუნეთათვის. გვაქვს კი უფლება, ვთქვათ, რომ როდესაც ღვთისმშობელს ჩაესახა ქრისტე მაცხოვარი, რაღაც მომენტამდე – მე-14, მე-18, 28-ე კვირამდე – ის არ იყო ადამიანი და არ იყო დაბადებული ღმერთი? არა, ჩასახვის მომენტშივე ბავშვის ჩანასახი უკვე ადამიანია, მისი განადგურება ადამიანის მკვლელობაა. ამას უნდა შევხედოთ პირდაპირ და სერიოზულად, ამ ვითარებაში არავითარი პატიება არ არსებობს. აბორტი ან ადამიანების აღვირახსნილობის შედეგია, ან მეტყველებს ადამიანის სიცოცხლის მიმართ სრულ უგრძნობელობაზე. ეკლესიის თვალთახედვით, სახარების თვალთახედვით, ან, უბრალოდ, საღად მოაზროვნე კაცობრიობის თვალთახედვით ეს დანაშაულია. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამის თაობაზე.

იმ ქალებმა, რომლებიც აბორტს იკეთებენ, არ იციან, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური. არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც აბორტის შემდეგ ქალი კარგავს ბავშვის შეძენის უნარს; და მაშინ იგი ნამდვილად სასოწარკვეთილებაში ვარდება, მას ერთმევა ის დედობრივი სიხარული, რომელზედაც რაღაც მომენტში უარი თქვა და რაზედაც ახლა სრულიად ამაოდ ოცნებობს.

მაგრამ, ამას გარდა, ფსიქოლოგიურადაც ხდება, რომ ადრე თუ გვიან ცოლ-ქმარი ან ერთი მათგანი გონს მოდის. ისინი უეცრად მიხვდებიან, თუ რა ჩაიდინეს, რომ ის, რაც ჩაიდინეს, გამოუსწორებელია, მათ გაანადგურეს ცოცხალი არსება, წაართვეს სიცოცხლე, რომელსაც თავად ისინი ასე აფასებენ და ასე უყვართ.

ვფიქრობ, ამას შეიძლება დავამატო კიდევ ერთიც მორწმუნისათვის: ხანდახან ისიც ხდება, რომ ადამიანი ცოდვას ჩაიდენს და ეს ცოდვა, ასე თუ ისე, გამოსწორებადია. ადამიანს, რომელთანაც ვიჩხუბეთ, შეიძლება შევურიგდეთ. ბოროტება, რომელიც ადამიანს გავუკეთეთ, ზოგჯერ შეიძლება გამოვასწოროთ, მაგრამ ცოცხალი არსებისათვის სიცოცხლის წართმევა გამოუსწორებელი დანაკარგია. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შევთხოვოთ უფალს, მიანიჭოს საუკუნო განსვენება ამ სულს, რომელისაც არ მივეცით ხორცშესხმისა და ცოცხალ ადამიანად ქცევის საშუალება. ვფიქრობ, აქ არის იმედის რაღაც ნაპერწკალი. მართლაც, ღვთის წინაშე, ყოველი ჩასახული არსება ცოცხალი არსებაა; საჭიროა მისთვის ლოცვა და სინანული სიცოცხლის ბოლომდე იმის გამო, რომ ცოცხალ არსებას მოესწრაფა სიცოცხლე ქარაფშუტობის, ბიწიერების, რაღაც სხეულებრივი თუ სულიერი გაუმაძღრობის გამო. ეს მონანიების საქმეა. მაგრამ მონანიება უაზრობაა, თუკი მას ნაყოფი არ მოაქვს; როდესაც ამბობენ, რომ კვლავ აქვს ადგილი განმეორებით აბორტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ გააცნობიერა, ჯერ ვერ მიხვდა, თუ რა ჩაიდინა. მონანიების შედეგი უნდა იყოს შეგნება, რომ ამის ჩადენას ადამიანი ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებს.

ღვთისმშობლის გინება “იმედში”

მეგობრებო !  მინდა გაცნობოთ იმ საშინელი ფაქტის შესახებ, რომელიც 31 იანვარს პირდაპირ ჩვენს თვალწინ მოხდა და სამწუხაროდ არავის გამოუხატავს პროტესტი.

ა/წ 31 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა მხატვრული ფილმი “იღბლიანი სლევინი”. ხსენებულ ფილმში ჩვენი დროით 22:33 საათზე გაისმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გინება (ღმერთმა შეგვინდოს გამეორება), თანაც ისეთი სიტყვებით, რომელიც არცერთ ცნობილ ღვთისმგმობსა თუ ერეტიკოსებს არ მოსვლიათ თავში.

წყარო: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=31-01-2013%2022:31

“ფესვები” გმობს მომხდარს და მოგიწოდებთ: ყველამ ერთად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გამოვხატოთ პროტესტი ამ უსჯულოების წინააღმდეგ. ასევე მოუწოდებთ სტუდიას, რომელმაც თარგმნა ხსენებული ფილმი და ტელეკომპანია იმედს, რომ საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები!

ქურმუხელი

ორგანიზაციის პროფილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურმუხელი“ ფუნქციონირებს 2011 წლიდან და ეწევა იმ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელიც ძირითადად ემსახურება აზერბაიჯანში (ისტორიული ჰერეთი; საინგილო) მცხოვრები ქართველების კულტურის, განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი ნიჭის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორისა და სხვა მრავალი მახასიათებლების წარმოჩენას. ორგანიზაცია საქმიანობას ეწევა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში – ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.

 

დამფუძნებლები:

ირაკლი სარდალაშვილი

დაიბადა 1993 წლის 21 მაისს. 2011 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის 23-ე საჯარო სკოლა. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
2012 წლიდან არის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

 

 

ზაზა სუყაშვილი

დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს. 2009 წელს დაამთავრა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. ამჟამად სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე. 2011 წელს გახდა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურიატი ნომინაციაში „საუკეთესო პატრიოტული ლირიკა“. არის რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის თანაავტორი.
2012 წლიდან არის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და პროექტების ხელმძღვანელი.

 

 

თემურ სუყაშვილი

დაიბადა 1989 წლის 30 ივნისს. 2006 წელს დაამთავრა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა. 2010 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური კვლვლევები: ევროპა და კავკასია – მაგისტრი. დაინტერესებულია კავკასიის საკითხებით. არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წევრი.
2012 წლიდან არის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ადმინისტრაციულ საკითხებში.

 

ვებ გვერდი:  http://qurmuxeli.ge

სიცოცხლის მაძიებელი

არ მეშინია სიკვდილის, მეშინია მხოლოდ სიცოცხლის. . . სიცოცხლის, რომელსაც დაუსრულებლად მივყავართ შავი სიკვდილისაკენ. მეშინია სიცოცხლის, რომელსაც მოაქვს სიშორე. . . სიშორე საკუთარ თავთან, სიშორე შინაგან სამყაროსთან და სიშორე ღმერთთან.

გვაქვს ორი ურთიერთგამომრიცხავი ტერმინი: „სიცოცხლე მიხარია“ და „სიცოცხლე მომბეზრდა“.

მე მიხარია ის სიცოცხლე რომელთანაც სიკვდილს მივყავართ. . .

მომბეზრებია ის სიცოცხლე, რომელსაც სიკვდილთან მივყავართ! ! !

04.06.2010

გენეალოგია უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი

(წინამდებარე სტატიის შემოკლებული ვერსია დაიბეჭდა ჟურნალ “კარიბჭეს” № 4 (220) 2013 წლის 14-27 თებერვლის ნომერში გვ.50)

შესავალი

        სერგი ყიასაშვილი ჩუენი უფლის იესო ქრისტეს  გენეალოგიაზე საუბრის დაწყებამდე წმიდა იოანე ოქროპირი მიგვითითებს იმის შესახებ თუ რა  შეკითხვები შეიძლება წარმოიშვას:  “ხოლო იმისათვის, რომ ჩვენი სიტყვები ადვილადგასაგები იყოს, გთხოვთ და გარწმუნებთ, წინასწარ გადავიკითხოთ წიგნის ის ნაწილი[1], რომლის განმარტებასაც ვაპირებთ. დაე გააზრებას წინ უძღოდეს კითხვა…  ეს დიდად გაგვიადვილებს საქმეს.  აი ნახე, მაგალითად, რამდენი გაუგებრობა იბადება სახარების დაწყებისთანავე. პირველ რიგში, რატომაა გადმოცემული გენეოლოგია იოსებისა, რომელიც ქრისტეს მამა არ ყოფილა? მეორე, საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალია, როდესაც არ ვიცით, ვინ იყვნენ მარიამის, მისი მშობლის წინაპრები, მარიამის წარმომავლობა ხომ არ არის მითითებული? მესამე, რატომაა მოცემული იოსების გენეოლოგია, რომელსაც შობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო რომელი მშობლებისაგან, პაპისა და პაპისპაპებისაგან მოდიოდა ქალწული, რომელიც იყო დედა ქრისტესი, არ არის ნათქვამი? გარდა ამისა კვლევის საგანია ისიც, თუ რატომ მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის მამაკაცთა ხაზით აღწერისას, ზოგიერთი დედაკაციც მოიხსენია? შემდეგ: თუკი ის ამგვარად განსჯიდა, რატომ არ ჩამოთავალა ყველა ქალი, და მაშინ, როდესაც არაფერი თქვა ღირსახსოვარ, სარრაზე, რებეკაზე და სხვა მათ მსგავს ქალებზე, წარმოაჩინა მხოლოდ თავიანთი ცოდვებით ცნობილნი: მეძავი, მრუში, უცხოტომელი და უცხოქვეყნელი? სწორედ ისინი ახსენა მან: ურიას ცოლი, თამარი, რააბი და რუთი. რომელთაგან უკანასკნელი იყო უცხოტომელი, მეორე – მეძავი, მესამეს მამამთილთან ჰქონდა კავშირი და ამასთან არაკანონიერი ქორწინებით, არამედ სარეცელი სიძვის ვნებით დაიპყრო; რაც შეეხება ურიას ცოლს, მას ყველა იცნობს მისი უწესო დანაშაულით. და მაინც მახარებელმა, სხვა ყველას გვერდი აუარა და გენეოლოგიაში მხოლოდ ეს ქალები მოიხსენია. თუკი ქალების მოხსენიება საჭირო იყო, მაშინ უნდა ხსენებულიყო ყველა, თუკი არა – ყველა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, მაშინ – სათნოებებით ცნობილნი და არა – ცოდვებით. ხედავთ, რაოდენი ყურადღება გვესაჭიროება, უკვე სახარების დასაწყისშივე? თუმცა ზოგიერთს ეს დასაწყისი დანარჩენზე მეტად გასაგებად ეჩვენება, ზოგიერთს კი სრულიად ზედმეტი, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ სახელთა ჩამონათვალად მიიჩნევს. შემდეგ, კვლევას იმსახურებს ისიც, თუ რატომ არაფერი თქვა მათემ სამი მეფის შესახებ. თუკი დადუმდა მათ შესახებ, როგორც ყველაზე უზნეოებზე, მაშინ აღარც სხვები – მათი მსგავსნი უნდა ეხსენებინა. აი, კიდევ ერთი კითხვა წარმიშვა: რატომაა, რომ მახარებელმა, რომელმაც გენეოლოგია ნაწილებად დაჰყო და თითოეულში თოთხმეტი თაობა შეიყვანა, ეს წესი პირველ ორ ნაწილზე დაიცვა, ხოლო მესამეში ეს რიცხვი აღარ დაიცვა? შემდგომ: რატომაა, რომ ლუკა იხსენიებს სხვა სახელებსაც და არა მარტო იმათ, ვინც მათემ მოიხსენია და თუმცა გაცილებით მეტს ახსენებს, ყოველ მათგანს არ იხსენიებს, ვისზეც მათე ლაპარაკობდა. მათემ კი ნაკლები სახელები მოიტანა და თანაც სრულიად სხვა, თუმცა გენეოლოგია მაინც იოსებზე დაასრულა, ისევე როგორც – ლუკამ. ნახეთ, რაოდენი სიფხიზლე გვესაჭიროება, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაუგებრობა გავარკვიოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მივხვდეთ, რა საკითხები მოითხოვს გადაჭრას”.[1]

„წიგნი შობისა იესო ქრისტესი“[2]

         წიგნი შობისა. – აქ მათე მახარებელი არ იყენებს სიტყვებს: „ხილვა“ ან „სიტყვა“ წინასწარმეტყველთა მსგავსად, მაგ. როგორც დაწერილია: „ხილვა რომელი იხილა ესაია“[3] ან: „სიტყვა რომელი იყო ესაიასადმი“,[4] არამედ წერს წიგნი შობისა, რადგან წინასწარმეტყველები  გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე და კეთილგონიერ ხალხს მიმართავს, თან მას არც ხილვა ჰქონია, არამედ გრძნობისმიერად იყო და ჭვრეტდა ჩვენს უფალს.[5]

ზოგიერთთა აზრით პირველი გამოთქმა „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი“ საერთო სათაურად ემსახურება მთელს სახარებას.[6] ეს მოსაზრება არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათე მახარებელი ებრაელთათვის წერდა, იმ პერიოდისთვის კი ებრაული ტრადიციით ყოველ ტომს გააჩნდა საკუთარი გენეალოგია.

წიგნი შობისა იესო ქრისტესი. – სიტყვა იესო (ებრაულად – „იეშუა“) განიმარტება როგორც: „მხსნელი“, „მაცხოვარი“. უფალთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის გამოხატავს კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს.[7] ხოლო ზედსართავი სახელი „ქრისტე“- ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „ცხებულს“,ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა „მაშიაჰ“ – „მესია“, რის გამოც უფალი ჩვენი იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.[8]

ძველ დროში ქრისტეებად მეფეები და მღვდელმთავრები იწოდებოდნენ, რადგანაც მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ კურთხევისას, ზეთს რომელიც რქაში იდგა და საკურთხებელი პიროვნების თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე.[9]

როგორც წმიდა მამა ირინეოს ლეონელი მოგვითხრობს: „სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც,რომლითაც იგი არის ცხებული. სცხო მამამ, ხოლო ცხებულია ძე სულიწმიდით, რომელიც არის ცხება, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძალით მცხო მე“,[10] აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმიდა“.[11]

ენეალოგიაში მოხსენიებულ და  გამოტოვებულ პირთა შესახებ

         „ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“.[12] – იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაამისაგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა.[13] მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ ასახელებს მახარებელი პირველად დავითს და შემდეგ აბრაამს? აბრაამი ხომ დავითამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და პირველმაც მან მიიღო აღთქმა, ხოლო შემდეგ დავითმა, თან მახარებელი უშუალოდ გენიალოგიაზე გადასვილსას ხომ აბრაამით იწყებს პიროვნებათა სახელების ჩამოთვლას და შემდეგ ახსენებს დავითს? როგორც ჩანს მათე მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დავითისადმი მიცემული აღთქმა მთელს იუდეველ ერს კი არ განეკუთვდებოდა, როგორც ეს აბრაამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, არამედ იგი უფრო კერძო იყო და დავითის სახლს ეკუთვნოდა. პირველად დავითის დასახელებით მახარებელს სურს აჩვენოს ებრაელებს, რომ სწორედ იმ მესიაზე საუბრობს, რომელსაც იუდეველები მოელოდნენ, როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრეს.[14]

 აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; [15]

         რატომ მოიხსენია წმიდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?

„ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერი ჰქონიათ საერთო  ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება“.[16]

საინტერესოა რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც მახარებელი მაცხოვრის გენეალოგიაში ისეთ მდედრობით პირებს იხსენიებდა როგორების იყვნენ: თამარი, რექაბი, რუთი და და დავით მეფის უკანონო ცოლი, რომელიც მან ურიას წაართვა?

წმიდა იოანე ოქროპირი გაკვირვებით წამოიძახებს: “რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლის შერევის ისტორიას რომ გვახსენებ?“[17] და იქვე თვითონვე პასუხობს თავისსავე წამოძახილს: „განკაცებული ღმერთის გენეალოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი.“[18]

ზემოთ ხსენებულ დედაკაცთა ისტორია ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლა კი ყურადღება მხოლოდ თამარზე გავამახვილოთ, რომელმაც იუდას ორი ტყუპი ვაჟი უშვა, ფარეზი და ზარა. განმმარტებელთა აზრით, მახარებელი აქ ორივე პიროვნებას იმიტომ ასახელებს, რომ ისინი ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.

და ბოლოს: „როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს; რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძვნება, არამედ – ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას… ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ ებრაელთათვის კი არა, არამედ ყოველი ხალხის საცხოვნებელად მოევლინა, ყოველგვარი გვარტომობისა და წარმომავლობის, ღირსებისა და სქესის მიუხედავად.[19]

სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;  ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;  ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.[20]

იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოასისა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის… განმმარტებლები მიიჩნევენ რომ მახარებელმა ეს მეფეები მათი წარმომავლობის გამო გამოტოვა, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ აქაბის გვარს, მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, – ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება.[21] მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მიიჩნევენ რომ ეს გამოტოვება გადამწერთა ბრალი უნდა იყოს, იოაკიმესა და იექონიას სახელთა მსგავსების გამო. ამიტომ მიიჩნევენ რომ მათე მახარებლის ეს ადგილი შემდეგნაირად უნდა იქნას წაკითხული: იოაკიიმე შვა იექონია  ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს ან თყვეობაში გადასახლების წინ[22] ისრაელი ერისა.[23]

შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.[24]

რადგანაც წმიდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ.[25] მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთის მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ.[26] მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი.[27] 

იოსები

         იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.[28]

ყოველივე ზემოთქმულის მსგავსად როდი ამბობს მახარებელი, იაკობ შვა იოსებ და იოსებ შვა იესოო, არამედ მიაწერს რა მხოლოდ ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობას, ამბობს: „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო..“. აქ ნათლად წარმოაჩენს, რომ იოსები არ ყოფილა მაცხოვრის ბუნებრივი მამა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას და იოსებს მის შობაში არანაირი წილი არ მიუძღვის, რამეთუ ძე ღმერთს ჰყავს რა ერთი ბუნებითი მამა, რომლისგანაც იშვა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იშვება მისგან მარადჟამს. დიახ აქ მახარებელი ხაზს უსვამს მაცხოვრის ღვთაებრივ შობას ქალწული მარიამისგან და ამზადებს მკითხველს მოსასმენად იმისა თუ როგორ მოხდა ჩასახვა დაუტევნელი ღმერთისა ქალწულის წიაღში და როგორ მოხდა განკაცება მისი.

ჩდება კითხვა, თუ ქრისტეს შობა მხოლოდ ქალწული მარიამისაგან მოხდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი აღწერს იოსების გენეალოგიას და არა მარიამისას?

საქმე იმაშია, რომ ებრაული ტრადიციის მიხედვით ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები, რამეთუ მოლოდინი იყო მესიისა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, მის შთამომავალთ, იუდას და შემდეგ უკვე ღვთაებრივ დავითს, რომ მისი სახლიდან წარმოსდგებოდა ის ვისთვისაც იყო განჩინებული მოსვლა:  “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა”.[29] შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან. ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა.

გენეალოგიის დაყოფა სამ ნაწილად

ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.[30]

მახარებელი გენეალოგიას სამ ნაწილად ჰყოფს და ეს არ არის უმიზეზოდ. ამ დაყოფას საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში:

პირველი – აბრაამიდან დავითამდე პერიოდი მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს და დავით მეფის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელები პატრიარქების, წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მმართველობის ქვეშ იყვნენ.

მეორე – ეს პერიოდი მოიცავს მეფეთა დროს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, როდესაც დაიწყო ბაბილონში გადასახლება ანუ ტყვეობა.

მესამე – ხოლო ეს პერიოდი უკვე დროა, როდესაც ებრაელი ერი ცდილობს დამოუკიდებლობის აღდგენას და მათ ხელმძღვანელობენ მღვდელმთავრები მაცხოვრის გამოჩენამდე.

„წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2.მეფობის პერიოდი და 3.მღვდელმთავართა პერიოდი, რომელებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წიინასწარმეტყველებაა მის შესახებ.“[31]

მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეალოგიათა განსხვავებების შესახებ

 ზოგიერთები კითხულობენ: რატომაა, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად – სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისაგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ – ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისთვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.[32]


[1]  წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3

[2] მათე 1,1

[3] ეს. 1,1

[4] ეს. 2,1

[5] ნეტ.თეოფილაქტე ბულგარელი – განმარტება მათეს სახარებისა თავი 1 გვ.12

[6] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504

[7] მათე 1,21

[8] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504

[9] ნეტ.თეოფილაქტე ბულგარელი – განმარტება მათეს სახარებისა თავი 1 გვ.12-13

[10] ესაია 61,1

[11] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.504-505

[12] მათე 1,1

[13] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.505

[14] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.505

[15] მათე 1,2-6

[16] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3, გვ.21

[17] წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, საუბარი მე-3, გვ.22

[18]  წმიდა იოანე ოქროპირი… გვ.22

[19] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.506

[20] მათე 1,7-11

[21] III მეფ. 21,21; და IV მეფ. 9,7

[22] II ნეშტთა, თ.36

[23] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.506-507

[24] მათე 1,12-16

[25] მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42;

[26] შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22,23-24;

[27] მათე 1,20

[28] მათე 1,16

[29] დაბ. 49,10

[30] მათე 1,17

[31] მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება გვ.508

[32] თეოფილაქტე ბულგარელი

გამოყენებული ლიტერატურა:

  • წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ტ.I, გამომცემლობა: „ალილო“ (2009წ.)
  • ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი – მათეს სახარების კომენტარები, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა (2005წ.)
  • მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო – საკვირაო სახარებათა განმარტება – ფოთის ეპარქიის გამოცემა (2001წ.)

*მირქმა*

მადლიერი სიხარულით მივეგებოთ უფალს  
სიყვარული ქრისტიანის თვისება უნდა იყოს, უნდა ვეცადოთ შევიყვაროთ უფალი და ჩვენს გულებში მარად ხდებოდეს უფალთან შეერთება, რადგან თავად უფალმა ინება მისვლა, მირქმა ადამიანთან (სვიმონთან). ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გვესაუბრება რუსთავის სიონის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი გორგიძე.

1. გვესაუბრეთ მირქმის დღესასწაულის მნიშვნელობაზე. ვინ იყო სვიმონ მიმრქმელი და რას საქმიანობდა?

მირქმა უფლისა ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთ – ერთი უძველესი დღესასწაულია, ეკლესიის გადმოცემის თანახმად VI საუკუნემდე იგი საზეიმოდ არ აღინიშნებოდა. 528 წელს ანტიოქიაში მოხდა დიდი მიწისძვრა, რამაც მრავალი ადამიანი შეიწირა. შემდეგ ამას მოჰყვა შავი ჭირის ეპიდენმია, რის გამოც ყოველდღე ათასიობით ადამიანი იხოცებოდა. ასეთი მძიმე მდგომარეობის დროს ერთ მართლმორწმუნე ქრისტიანს ღვთისგან ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, როცა დაიწყეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა მიგებება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.
სვიმონ მართალი ღვთის მოციქული ცხოვრობდა იერუსალიმში. ლუკა მახარებელი გვაუწყებდა მის შესახებ, რომ კაცი ისე მართალი იყო და მოშიშარი უფლისა და მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისასა და სულიწმიდა იყტო მის ზედა, მისდა უწყებელ იყო სულისაგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ არ იხილავდა განკაცებულ ღმერთშ იესო ქრისტეს.
ძველი ისტორიკოსების გადმოცემით ეგვიპტის მეფემ პტილო0მეოს II ფილადელფოსმა გადაწყვიტა, რომ თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმინდა წერილის ჭიგნებით შEევსო. მიტომ მან მოიწვია მწიგნობრები იერუსალლიმიდან წმინდა წიგნწბის ბერძნულ ენაზე სათAრგმნელად. 72 მთAრგმნელთA შორის იყო მართAლი8 სვიმონიც, რომელიც ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თAრგმნიდა. ღოდესაც მივიდა იმ ადგილამდე, აჰა ქალწულმან მუცლად იღო და შვა ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, იფიქრა, რომ დედანში შეცდომა იყო დაფარული და აპირებდა ქალწულის ნაცვლად დედაკაცი ჩაეწერა. მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა ირწმუნე ამ სიტყვების და თვითონ დარწმუნდები ამ ჭეშმარიტებაში. ანუ არ მოკვდები სანამ არ იხილავ ყოვლადწმიმნდა ქალწულისგან შობილ ქრისტე მაცხოვარს. ამ დღიდან სვიმონი მესიის მოლოდინში იყო. და აი ერთხელ სულიწმიმნდამ აუწყა აღსდეგ მოხუცებულო, რად ჰზი? აღსდეგ და მირბიოდი ტაძრად რამეთუ მოვიდა შენი განმტევებული და ესე მართAლი უკანასკნელი. პირველიცა და უკანასკნელიცა, დასასრული შჯულისაი და დასაბამი მადლისაი, ნათესავით ჰურიაი, არამედ მადლითა ქრისტიანეთა, ტაძრისაკენ გაეშურა მრავალი დედათA შორის. წმინდა მოხუცმა გამოირჩია ყიოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა, აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთA ჩემთA მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთA ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. წმიდა და მართალმა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცოცხლა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

2. გადმოცემის თანახმად სვიმონ მიმრქმელმა ღვთისმშობელს ჯვარცმა უწინასწარმეტყველა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

როგორც ზემოთ ითქვა, სულიწმინდის უწყებით სვიმონ ღვთისმიმრქმელი ტაძარში მივიდა, მიეგება მაცხოვარს, აიყვანა ხელში ყრმა იესო და როდესაც შეჰღაღადებს “აწ გნუტევე”_ს სიტყვებს, შემდეგ ღვთიმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართავს, “აჰა ესე რა ესე დგას დაცემად და აღდგინებათ მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებელად და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.” ჯვარცმაზე ეს იყო წინასწარმეტველება სვიმეონ ღმრთის მიმრქმელისა იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მიწიური ცხოვრების შესახებ. წმ. სვიმეონის სიტყვები მართებულია, რამეთუ სულიწმიდისაგანაა ნაკარნახევი. იესო ქრისტე ყოველთა დაცემულთა აღსადგინებად და ყველა დაღუპულის საცხოვნებლად მოვიდა. მაგრამ იგი თავისთავად როდი გვიხსნის და გვაცხოვნებს ყველა ჩვენი ძალისხმევის გარეშე. იესო ქრისტე დგას აღდგინებად წყდიადისაგან – ნათელში, ურწმუნოებიდან – რწმენაში, ცოდვისაგან – სათნოებასა და სიწმიდეში, უძლურებისაგან – ძლიერებაში, სიკვდილისაგან – საუკუნო ცხოვრებაში. მაგრამ უფალი იესო ქრისტე დგას დაცემად იმათთვის, რომელიც ამპარტავნებენ რა თავიანთი გონებით და ბნელი ქვეყნიური სიბრძნით, არ ირწმუნებენ უფლის ნათელმყოფელ სიტყვებს, დგას დაცემად იმათთვის რომელთაც თავი მოაქვთ თავიანთი ცრუ სათნოებებით და ცრუ ქველის-საქმეებით, არ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. დგას დაცემად იმათთვის ვინც მხოლოდ საკუთარ ძალაზე, სკუთარ დიდებაზე ანდა საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებს იმედებს და უშიშრად არღვევს საღმრთო ცნებებს.
თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი. ამას მართალი სვიმეონი ქალწულ მარიამს ეუბნება. თითქოს და სხვისთვის ვისთვის უნდა ყოფილიყო უფრო შესაფერისი, განუწყვეტელ სიხარულში გაეტარებინა ცხოვრება, თუ არა ყოვლაწმიდა და ყოვლადკურთხეულ ქალწულს? მარიამისათვის მაცხოვრის დედისთვის საუკუნო სიხარულის წყაროს და მომნიჭებელის ხორციელად მშობელისათვის? მაგრამ სვიმეონი მას შვება – სიამეს და სიხარულს კი არ უწინასწარმეტყველებს ქვეყნურ ცხოვრებაში, არამედ მწუხარებას. რომელნიც ორლესული მახვილივით განგმირავენ მის წმინდა სხეულს და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, ანუ იესოს ეკლის გვირგვინი მისი ჯვარცმის სანმჭვალნი, მისი გვერდის განგმირავი შუბი, მისი წყლულები, მისი სალმობიერი ღაღადი, მისი მომაკვდავი უსიცოცხლობა, შეპარული მზერა, ეს ყოველივე მახვილივით გაუვლის ღვთის დედას სულში.

3. დღევანდელობიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანები, რომ უფალმა ჩვენთანაც ინებოს მოსვლა, ისევე როგორც მართალ სვიმეონთან ინება მიბრძანება?

მტკიცედ გწამდეთ რომ უხილავად უფალთან ერთად ვიმყოფებით სერობაზე, და ასევე მტკიცედ გწამდეთ, რომ მისი წმინდა სისხლისა და ხორცის მიღებით უერთდებით მას.
თქვენ გახსოვთ სახარებიდან, როდესაც მაცხოვარმა გაიყვანა თავისი მოწაფეები მთაზე და აკურთხა ისინი კიდევ ერთხელ და აღუთქვა მათ, “და აჰა ესე რა მე თქვენთანა ვარ, ყოველთვის, ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამინ.” Aარა მარტო მათთან იქნება, არამე ყველასთა, რომელთაც იმათ შემდგომ ექნებათ მისი რწმენა, ამბობს წმ. ოქროპირი. რადგან მოციქულები ვერ იცხოვრებენ ქვეყნის დასასრულამდე, არამედ იგი ეუბნება ყველა მის ერთგულს, როგორც ერთ სხეულს.
ქრისტიანო, გვასწვლის მიტროპოლიტი ფილარეტი, გწამს უფლის სიტყვა, მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასღულადმდე სოფლისა? თუ გწამს, მაშინ შენ უნდა ირწმუნო ისიც, რომ ახლაც, მსგავსად აღდგომის შემდეგ პრველი დღისა, უფალი ეცხადება მის მორწმუნეებს და მოყვარულებს და ანიჭებს იმათ გულებს თავის ღვთიურ სიხარულს და მშვიდობას.
უფლის მოსვლამ აღმოფხვა გაუცხოება ადამიანსა და ღმერთს შორის მან თავისი წმინდა ნებით ინება განხორციელება და თავისი წმიდა სისხლისა და ხორცის მოცემით, როგორც ბრძანებს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში, “რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მის თანა. ანუ ქრისტიანი საიდუმლოებებში მონაწილეობით უერთდება უფალს. ასე რომ იესო ქრისტე მუდამ უხილავად ჩვენთან არის, თუკი ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას მისი მადლმოსილი სიტყვების განხორციელებაში და არამარტო უხილავად არამედ ხილულადაც ეცხადება მის მოყვარულთ.
ამიტომ მინდა მოგილოცოთ ყველას ქრისტესმიერი სიყვარულით ეს კურთხეული დღე და გახაროთ. გიხაროდეთ,… მრავალ მირქმას დაგასწოთ უფალმა ღმერთმა.

ესაუბრა: რიტა ლაბაძე

(წინამდებარე წერილი დაიბეჭდა გაზეთ “მთაწმიდელის” № 2 ნომერში)